|
სპმთპ-ის პრეზიდენტის ბრძანება #45 აღმასრულებელი საბჭოს მოწვევის შესახებ
 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 19 08. 05. 2012 w. Tbilisi სპმთპ-ის 2012 წლის 20 მაისის #45 აღმასრულებელი საბჭოს მოწვევის შესახებ სპმთპ-ის წესდების (რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 18 იანვრის #542 გადაწყვეტილებით) მე-7 მუხლის 7.7 პუნქტის, მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 6.7 პუნქტის, 6.3 პუნქტის, 6.10 პუნქტის, 7.6 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს რეგლამენტის მე-2 მუხლის 2.1 და 2.4 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. 2012 წლის 20 მაისს მოწვეულ იქნას სპმთპ-ის #45 აღმასრულებელი საბჭოს სხდომა და ჩატარდეს შემდეგი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე: 1.1 სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მდივნის არჩევა (მომხსენებელი - თამარ ავალიანი); 1.2 სპმთპ-ის ზოგიერთი საქალაქო/რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეთათვის უფლებამოსილების შეწყვეტა (მომხსენებელი - თამარ ავალიანი); 1.3 ინფორმაცია 2010 წლის 1 ნოემბრიდან სპმთპ-ის მიერ საბიუჯეტო თანხების განკარგვის შესახებ (მომხსენებელი - მაია კობახიძე); 1.4 სპმთპ-ის 2012 წლის დროებითი ბიუჯეტის დამტკიცება (მომხსენებელი - ნათია კორძაძე); 1.5 ინფორმაცია სპმთპ-ში შექმნილი მდგომარეობის შესახებ (მომხსენებელი - მაია კობახიძე); 1.6 სპმთპ-ის მიერ 2010 წელს დაბეჭდილი სახელმძღვანელოების მდგომარეობისა და მისი სამომავლო რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ (მომხსენებელი - ნათია კორძაძე); 1.7 სპმთპ-ის დაქვემდებარებაში არსებულ ბაზებზე 2012 წლის საზაფხულო დასვენების ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ (მომხსენებელი - ვიქტორია ბალავაძე); ვრცლად

არქივი
|