32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
jejelava „მინდა მადლობა გადავუხადო მაია კობახიძეს, პედაგოგთა პროფესიული კაშირის დამსახურებაა დღევანდელი შეხვედრა. მე დამჭირდებოდა შემდეგი სამი წელი ალბათ. ამ ადამიანებთან ინდივიდუალური შეხვედრებისათვის და დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ” - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით . . 5 ივლისს სწავლა/სწავლების აქტუალურ საკითხებზე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და ინფორმაციულისაკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელთა კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენციას 700–ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.
მე სანამ აქ ვიქნები, თქვენ უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემთ“, - ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს. შეხვედრაზე სისტემაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სასწავლო პროგრამებს, სახელმძღვანელოებს, ტექნიკურ აღჭურვილობას, სასკოლო ინვენტარს, ინფრასტრუტურას, ხელფასს.
შეხვედრაზე პედაგოგებმა მინისტრს ათეულობით წერილი გადასცეს.შემდეგ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, ბოლოს მინისტრმა პედაგოგთა მოსაზრებებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თანამშრომლობისა და კონსტუქციული დიალოგისთვის.
კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გაიმართა შეხვედრაში მონაწილე პედაგოგებსა და განათლებისა და მეციერების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურსა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტებთანაც.