32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

3უკვე მრავალი წელია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს. სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო და ავტონომიური ორგანიზაციებიც უერთდებიან ადგილობრივ დონეებზე მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესებს.

ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პედაგოგებს საზეიმოდ უმასპინძლეს. ღონისძიებას ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში წარმატებულ და ახალგაზრდა, დამწყებ პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მოგვიანებით სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალბატონროზა გოგუაძე სკოლის პროფკავშირის თავმჯდომარეებთან ერთად ღვაწლმოსილ პედაგოგებს გუგული ძიძიგურსა და ლამარა სიხარულიძეს სახლებში ესტუმრა, პროფესიული დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

სპმთპ-ის სენაკის რაიონული როგანიზაციის წარმომადგენლებმა კი N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებს  წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

 რაც შეეხება სპმთპ-ის ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციას, ორგანიზაციის თავმჯდომარემ პედაგოგ ნინო ბურჯალიანს მადლობის სიგელი პირადად გადასცა და წევრ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ცირა გულუამ მასწავლებელთა საერთაშორისო დღე და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პედაგოგებსა და აღსაზრდელებს. ის სოფელ ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღს ესტუმრა და ბავშვებს საჩუქრად გადასცა წიგნი -„თვალსაჩინოება“.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1994 წლიდან აღნიშნავს.

განათლების ინტერნაციონალის (EI), ILO-ს, UN-ის და UNESCO-ს მიერ, ერთობლივად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემუშავებულია 2016 წლის მასწავლებელთა საერთაშორისო დღის გზავნილი სახელწოდებით ,,მასწავლებლის დაფასება, მისი სტატუსის ამაღლებისათვის“. 2016 წელს მასწავლებლის სტატუსის შესახებ (ILO/UNESCO) რეკომენდაციების მიღებიდან 50 წლის იუბილე აღინიშნება. რეკომენდაციების მიზანია მასწავლებელთა პროფესიული სტატუსის ამაღლება და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მხარდაჭერა.