32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
15895461 1947381408830192 3402914159814656380 oსპმთპ-ის მარტვილის რაიონულმა ორგანიზაციამ 2016 წლის საუკეთესო პედაგოგად ზაზა მანია დაასახელა და წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის საპატიო სიგელითა და სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვა.

ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც წარმოშობით ზუგდიდიდანაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით ,,ასწავლე საქართველოსათვის" 2011 წლიდან მოღვაწეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში ისტორია - გეოგრაფიის მასწავლებლად. ზაზა მანია არის ორივე საგანში სერთიფიცირებული მასწავლებელი. მისი ინიციატივით ხორციელდება პროექტი ,,ტურიზმი ბალდაში" და მოსწავლეებთან ერთად ფეხით მოიარა აბაშის ულამაზესი ხეობა, მარტვილის ღვიმეები და კანიონები. ამასთანავე, სკოლაში ჩამოყალიბ ინტელექტუალური კლუბი ,,რა?, სად?, როდის?“.

პარალელურად ზაზა მანია სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტორატურაში ისტორიის ფაკულტეტზე. ამასთან ერთად ის ,,ეტალონის" ეროვნული ინტელექტუალური ჩემპიონატის ტრენერ-მასწავლებელია.