32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
15775108 1710852895911594 3009416032485909475 oსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მიესალმება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიდგომას მოსალოდნელი ცვლილებების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობასთან დაკავშირებით და განათლების სამინისტროს მზაობას სიახლეების ფართო საზოგადოებრივი განხილვებისათვის.
2016 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები განათლების თემებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებსა და განათლების ექსპერტებს წარუდგინა.
მინისტრის თანმიმდევრული, სიღრმისეული, საჭიროებებსა და შედეგზე ორიენტირებული ორ–საათნახევრიანი პრეზენტაცია განათლების სისტემის განვითარების პრიორიტეტებზე, თანამშრომლობა და დისკუსია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ნათელი დადასტურებაა იმ ფაქტისა, რომ განათლების სამინისტრო ღია და გამჭვირვალეა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.