32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

განათლების ინტერნაციონალის მისიის ანგარიში

2010 წელის 30 ოქტომბრის სპმთპ-ის რიგგარეშე ყრილობასთან დაკავშირებით

შესავალი

განათლების ინტერნაციონალის მისია საქართველოში მივლინებულ იქნა განათლების სამინისტროსთან არსებული დაძაბული ურთიერთობებისა და სპმთპ-ის პრეზიდენტის მანანა ღურჭუმალიძის გადადგომის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სამინისტრის მხრიდან ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ სპმთპ-ისათვის საწევრო ანარიცხების სისტემის შეჩერება მიჩნეულია, როგორც სპმთპ-ზე განხორციელებული ზეწოლა.

დამატებითი დეტალური ფაქტები აღნიშნულ საკითხთან დაჯავშირებით მოცემულია განათლების ინტერნაციონალის 22 -23 ივნისის (2010 წელი) ვიზიტის ანგარიშში, 2010 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტებსა და  სხვადასხვა კორესპოენდენციებში 2010 წლის ივნისიდან ამ დრომდე რაც აღწერს არსებულ სიტუაციას.

გაერთიანებული პროფკავშირებისა და სპმთპ-ის ერთობლივმა კომისიამ სპმთპ-ის პრეზიდენტის (მანანა ღურჭუმალიძის) გადადგომის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაცია მიეყვანა რიგგარეშე არჩევნებამდე და 2010 წლის 30 ოქტომბერს სპმთპ-ის წესდების შებამისად გამართულიყო ყრილობა  ახალი პრეზიდენტის  არჩევის მიზნით.

ყრილობაზე  განათლების ინტერნაციონალის გენერალური მდივანი იქნა მიწვეული, რომლის წარმომადგენლად განისაზღვრა გასტონ დე ლა ჰეი,  გენერალური მდივანის მთავარი მრჩეველი.    

გამოწვევა

როგორც სპმთპ-ს და ასევე სხვადასხვა წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნობილი გახდა რომ დარეგისტრირებულ ერთადერთ კანდიდატს,  მაია კობახიძეს მოუწევდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც იქნებოდა არჩევნების ჩაშლის მცდელობები. მოსალოდნელი საფრთხეები: 1. სპმთპ-ის აღმასრულებელ საბჭოს გადაწყვეტილებისადმი  (რაც უკავშირდება ორი კანდიდატურის რეგისტრაციის საკითხს) უნდობლობის გამოცხადება, 2. დელეგატების დამუშავება -  მათი არ დასწრება ქვორუმის არ ჩავარდნის მიზნით.  და 3.  დღის წესრიგის პროექტში 2 და 3 საკითხების გადაადგილება  იმ მიზნით რომ სხვა კანდიდატეებსაც მისჩემოდათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

განათლების ინტერნაციონალის  ვიზიტის  მნიშვნელობა

აღნიშნული გარემოებების გამო განათლების ინტერნაციონალის დასწრებას განსაკუთრებული  მნიშვნელობა ქონდა:

სპმთპ-სადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა;

ყრილობაზე მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებზე  დაკვირვება;

დამოუკიდებელი და წარმომდგენლობითი ორგანიზაციის  დემოკრატიული ქმედებების დაკვირვება ორგანიზაციის საქმიანობაში, გარე ჩარევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაგმობა.

საერთაშორისო სტუმრები

სპმთპ-ის რიგგარეშე ყრილობას ესწრებოდნენ ამერიკის მასწავლებლეთა ფედერაციის სახელით, დავიდ დორნი. მისი სტუმრობა  განპირობებული იყო სპმთპ-სა და AFT-ს შორის დიდი ხნის თანამშრომლობის გარემოებიით.  განათლების ინტერნაციონალი ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის მისიაში მონაწილოებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.   

სხვა საერაშორისო სტუმრებს შორის ყრილობას ესწრებოდნენ  ევრო კავშირის, ებერტის ფონდის და აშშ  სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლები.

მზადება ყრილობამდე

აეროპორტში, 30 ოქტომბერს დილის 4 საათზე გასტონ დე ლა ჰეს სპმთპ-ის საერთაშორისო მდივანი მარი ალუღიშვილი შეხვდა.   მან სასტუმრომდე მოკლედ გამაცნო უკანასკნელი მოვლენები.

10:30 ზე გასტონ დელა ჰე  შეხვდა დევიდ დორნს, ბობ ფილდინს და გოჩა ალექსანდირას, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომრის მოადგილეს. ყრილობამდე ცნობილი გახდა, რომ ქვორუმის საკითხი არ იქნებოდა პრობლემატური, გასტონ დე ლა ჰეს  სთხოვეს, საერთაშორისო სტუმრების სახელით მიემართა  ყრილობის დელეგატებისთვის. 

11: 30  ყრილობაზე გამგზავრა

ყრილობა

ყრილობას სამანდატო კომისიამ აცნობა, რომ 257 დელეგატიდან ესწრებოდა 203 დელეგატი და ქვორუმი შედგა.   სამანდატო კომისიის ანგარიში ერთხმად დამტკიცდა. ასევე, დელეგატებმა დღის წესრიგს ერთხმად დაუჭირეს მხარი.   

მას შემდეგ რაც ყრილობამ მოისმინა მანანა ღურჭუმალძის გადადგომის  შესახებ  განცხადება,  დელეგატებმა  მოთხოვნა დააკმაყოფილეს. გასტონ დე ლა ჰეს ეთხოვა სიტყვა,  ყრილობისთვის  განათლების ინტერნაციონალის სახელით მიემერთა. (დროს ფაქტორის გამო წინასწარ წერილობითი მიმართვა არ ყოფილა მომზადებული) მისი მიმართვის მოკლედ ეხებოდა შემდეგ პუნქტებს:

  • თანადგომისა და მხარდაჭერის გამოცხადება განათლების ინტერნაციონალის (142 ქვეყნის 60 მილიონი წევრის სახელით),  პან ევროპული კომიტეტისა და იმ დელეგაციის სახელით ვინც საქართველოს  (2010 წლის) ივნისში სტუმრობდა,
  • შეახსენა  დელეგატებს თუ რა არის განათლების ინტერნაციონალის ძირითადი პროფკავშირული კრიტერიუმები: დამოუკიდებლობა დემოკრატიულობა, და წარმომადგენლობითობა. მოუწოდა დელეგატებს ამ ღირებულებებისადმი ერთგულებისა   და პატივისცემისკენ, რაც ხელისუფლებასთან ეფექტურ მუშაობის საფუძველია.
  • დელეგატებს უსურვა წარმატებები და საუკეთესო სურვილები

პრეზიდენტის არჩევნები:

  • არჩევნებისთვის საჭირო საპროცედურო საკითხები  ერთხმად იქნა მიღებული.
  • ერთხმად იქნა მიღებული საპროცედურო კომისიის მოხსენება, რამ გამოიწვია მერე კანიდატურისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა, კერძოდ  საწესდებო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა  და შედეგად ერთი კანდიდატის მაია კობახიძის დარეგისტრირება. მოხსენება (დამატებითი კითხვების გარეშე)  ერთხმად იქნა მიღებული.
  • კანდიდატს სიტყვა გადასცა  გაერთიანებულმა პროფკავშირება, და აღინიშნა რომ თავისუფალ პროფკავშირებისთვის არსებითია თავისუფალი იყოს მთავრობის ანდა სხვვა საჯარო მოხელეების ჩარევისგან. დემოკრატიული წესის დაცვით აირჩიოს ხელმძღვანელობა.

კანდიდატის პროგრამის წარდგენა:

  • მასწავლებლეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
  • მასწავლებლეთა და განათლების სფეროში დასაქმებულთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით პროფკავშირის პოლიტიკისგან იზოლირება და დამოიკიდებელ, დემოკრატიულ ორგანიზაციის განვითარება 
  • წევრთა ერთიანება და გადინების შეჩერება. პრობლემების მოგვარება პირველადი ორგანიზაციების გაძლიერებითა და პროფკავშირულ რგოლებს შორის ურთიერთკავშირის გამყარებით.
  • კოსტრუქციული დიალოგის გზით მოლაპარაკებების განახლება განსაკუთრებით განათლების კანონთან მიმართებაში, და მასწავლებელთა უსაფრთხოვების დაცვა
  • მასწავლებლების არსებითი როლის ამაღლება - ხარისხიანი განათლების მიღების  საგარანტიოდ
  • კანდიდატი დაახასიათა სკოლის დირექტორის მოადგილემ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კანდიდატის კვალიფიციურობასა, მებრძოლ და დიპლომატიურ ხასიათს, რომელიც ჰარმონიას ამყარებს საზოგადოებაში.


შენიშვნა: მისი  გამოსვლის დრო +/- ათი კამერა და ჟურნალისტი, რომელიც გარეთ იყვნენ სანამ ”მარშირება” დაიწყებოდა ყრილობის დარბაზში  ამოვიდნენ და დარბაზში დაიკავეს პოზიციები.

  • შემდეგ ქ-ნ ეკატერინე ჩერქეზიშვილი თბილისი ორგანიზაციის თავმჯდომარემ დაიკავა ტრიბუნა და მგრძნებარე და მყვირალა ხმით  უსაყვედურა კობახიძეს, თბილისი დელეგატს, რომ მან არ აცნობა მას კანდიდატურის წარდგენის თაობაზე. ის არ დაეთანხმა აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას დაგმო მეორე კანდიდატისთვის რეგისტრაციაში არ გატარებისთვის, მაია კობახიძეს გამოცდილება  დაუწუნა და მოუწოდა დელეგატებს გაყოლოდნენ მას.  დარბაზი დელეგატთა -/+ 40 % დელგატებისა დატოვა.
  • თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა
  • შესვენების დროს მოხერხდა დელგატების დაბრუნება სასესიო დარბაზში
  • შესვენების შემდეგ გაერთანებული პროფკავშირის იურისტმა, განმარტა რომ არ იყო აუცილებელი ყველა დელგატი ყოფილიყო მთელი სესიის განმავლობაში  რადგან 111 დელეგატი ესწრებოდა სესიას იმ მომენტში
  • მაია კობახიძე ერთხმად არჩეული იქნა პრეზიდენტად

ყრილობის შემდეგ

კამერებთან ინტერვიუს დროს  მე ავღნიშე რომ განათლების ინტერნაციონალი არჩევნების კანონიერებას აღიარებს, რადგანაც პრეზიდნტი  არჩეული იყო 111 ხმათ დარეგისტრირებული 203  დელეგატიდან. გამოვაცხადე მთლიანი მხარდაჭერა ინტერნაციონალის მხრიდან ახლად არჩეული პრეზიდნეტისა და სპმთპ-სადმი.

შენიშვნა; მე არ მქონდა დრო კონსულტაცია ამეღო თქვენგან გამეცხადებინა თუ არა თუმცა მივიჩნიე რომ ამას თუ არ გავაკეთებდი მისიის მიზანი არ იქნებოდა  შესრულებული.  

დასკვნითი შენიშვნები

  • განათლების ინტერნაციონალისა და ამერიკის მასწავლებლეთა ფედერაციის ვიზიტმა,   მხარდაჭერამ და სოლიდარობამ სპმთპ-სა  და  პროფკავშირების გაერთიანების გაერთიანებამ განსაკუთრებით პოზიტიურად მიიჩნია და აღნიშნა რომ ყრილობის კარგად დასრულებაში ჩვენი წვლილიც დიდი იყო. კონგრესის შემდეგ ინტერნაციონალის და აფტ მხრიდან პრესისთვის გაკეთებული განცხადებები წაადგება როგორც სპმთპ-ის ისე გაერთინების შიდა და გარე პრობლემების მოგვარებაში.
  • იმ შემთხევაშიც თუ არჩევნები მეორე ჯგუფის მიერ ეჭვის ქვეშ დადგება, გასტონ დე ლა ჰე  ურჩევდა ახლად არჩეულ პრეზიდენტს დაუკავშირდეს განათლების სამინისტროს და წარდგეს  როგორც ახალი პრეზიდენტი და მოუწოდოს დიალოგის დაწყებისკენ. ამის გაკეთება შეიძლება უკვე შემდეგ კვირაში.
  • საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანება მომავალ კვირას მართავს სემინარს სოციალურ დიალოგზე, სპმთპ შეიძლება გამოიყენოს რომ ეს საკითხი აღიარებული იქნება სემინარზე საერთაშორისო დონეზე.  საერთაშორისო პროფკავშირები სრულ მხარდაჭერას უცხადებს სპმთპ ს და პროფკავშირულ გაერთიანებას.
  • პრეზიდნეტის არჩევა მარტო ეს არ არის გამარჯევბა. უფრო მეტი ბრძოლის გადატანა იქნება საჭირო. გადაწყვეტილებების მიღება  საჭირო რომ განახლდეს გადარიცხვის სისტემა რასაც უფრო მეტი პრობლემები შეიძლება ახლდეს
  • სპმთპ-სადმი და გაერთინებისთვის  ფინანსური და პოლიტიკური დახმარების გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს ინტერნაცინალის, ევროპის პროფკავშირების საერთაშორისო პროფკავშირების კოორიდნაციით. სპმთპ გაერთიანების წევრთა 60 % წარმოადგენს. ასე რომ ინტერნაცინალის როლი არსებითია და თუმცა აუცილებლად საერთაშორისო პროფკავშირებთან ერთად რადგანაც თანაბრად სარგებლიანი იყოს სპმთპსა და გაერთიანებისთვის.

დამატებითი  (უცნაური) შენიშვნები

  • ევრო კავშირის წარმომადგენელს განსაკუთრებული უარყოფითი რეაქცია ჰქონდა როცა დაინახა რომ დელეგატები ტოვებდნენ დარბაზს და  ასე მიმართა მათ ”ასეთი გზით საქართველოს ვერ მიიყვანდნენ ევრო კავშირთან ახლოს”
  • აშკარაა რომ ყრილობის დაწყებამდე ყველა საკითხზე ერთსულოვანი მხარდაჭერა პრესის დადგმული ”მარშირება” დარბაზში და თბილისის წარმომადგენლის ეკატერინე ჩერქეზიშვილის მიერ მოწყობილი გამოსვლა ყრილობის ჩაშლას  უქმნიდა საფრთხეს, ეს ყველფერი იმდენად კარგად იყო გათვლილი, რომ უბრალოდ დამთხვევად არ შიეძლება ჩაითვალოს
  • ოპონენტები უცნაურად ”დამაჯერებელი” არგუმენტით არწმუნებდნენ დელეგატებს დაეტოვებინათ დარბაზი, კერძოდ, ქალბატონი ეკატერინე ჩერქეზიშვილის არჩევის შემთხვევაში აღდგებოდა საწევრო გადარიცხვის სისტემა და სამინისტროსთან კონფლიქტი  დასრულდებოდა.
  • ასევე გავიგე რომ, სამმა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიამ ქვეყნის მასშტაბით გაავრცელა ინფორმაცია რომ თითქოსდა ყრილობა ჩაიშალა და პრეზიდენტი არ იქნა არჩეული. თუმცა გაერთიანების პრეზიდენეტმა მოგვიანებით განაცხადა რომ ეს ინფორმაცია შეცვალა ტელევიზიებმა.

2010 წლის 1 ნოემბერი                 გასტონ დე ლა ჰეი.

                                           

მიმაგრებული ფაილები

1 გვერდი  2 გვერდი    3 გვერდი   4 გვერდი