32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

დანიის სტენჰუსის გიმნაზიის მეორე ჯგუფს, ქალაქ თბილისის N:98 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. სპმთპ მადლობას უხდის სსიპ ქალაქ თბილისის 98-ე საჯარო სკოლის დირექტორს გიორგი მომცემლიძეს სპმთპ-ისთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სკოლების საჭიროებებისთვის ახალი პროექტული კონცეფიცების შემუშავების პროცესში ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებლეთა ეროვნული პროფკავშირის (GL) საქართველოში 2016 წელს პირველი ვიზიტის დროს, სწორედ ერთერთი სასკოლო ვიზიტი 98-ე სკოლაში განხორციელდა, სადაც საინტერესო დისკუსია გაიმართა საქართველოს სკოლების განვითარებისა და პედაგოგების მხარდამჭერ საჭიროებებზე. მიმდინარე წლის 6 მარტის დანიური დელეგაციის სკოლაში სტუმრობას კოორდინაცია სპმთპ-ის ისნის რიაონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქეთევან ხეტეშვილმა გაუწია. დანიური დელეგაციის წევრებსა და სპმთპ-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს მარი ალუღიშვილს სკოლაში მასპინძლობა თბილისის N:98 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის წევრებმა ითავეს. მოსწავლეები სკოლის სტუმრებს სკოლის შესასვლელშივე შეეგებნენ. თვითმართველობის წარმომადგენლებმა სკოლის ისტორია, N: 98 საჯარო სკოლის საქმიანობის ამსახველი ფოტო გალერიის ფონზე სკოლის ფოიეში წარუდგინეს. მათ ფოტო გამოფენაზე ასახულ ღონისძიებებზე ისაუბრს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების კულტურის, ეთნოსის ტრადიციებისა და მახასიათებლებს ასახავს. თვითმართველობის წევრებმა სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის აღწერისას აღნიშნეს, რომ ქალაქ თბილისის N:98 საჯარო სკოლაში ყველაზე მეტი ეთნიკური ჯგუფების მოსწავლეები სწავლობენ. დანიელი სტუმრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია ქ. თბილისის N:98 საჯარო სკოლის მიერ მრავალფეროვანი ინტელექტუალური, შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საქველმოქმედო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სხვადასხვა ქვეყნების სკოლებთან პარტიორობის პროექტებთან მიმართებაში. სტუმრებმა და მასპინძლებმა საგანმანათლებლო სისტემებზე, ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებზე საუბარი საკონფერენციო დარბაზში განაგრძეს, ისაუბრეს სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობის მნიშნვლობასა და საჭიროებებზე, სწავლა-სწავლების გარემოზე და საკუთარი მომავლის პერსპექტივებზე. დისკუსიის დროს დანიელმა სტუმრებმა თავისთავად გაუზიარეს დანიაში სკოლის ცხოვრებაზე, შესაძლებლობებზე, ვალდებულებებსა და უმაღლესი განათლებაზე. დანიელმა პედაგოგმა მოსწავლეებს ესაუბრა დანიაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთპარტნიორულ დამოკიდებულებებზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებასა და ვალდებულებებზე. ,,ბოლო სამი წლის განმანვლობაში, სწავლის შედეგებით მოსწავლე ფასდება 4 ზეპირი გამოცდითა და 4 წერითი გამოცდით, რომელიც ცენტრალიზებულად ტარდება და ჩვენ ერთად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი შედეგები, რაც თავისთავად სკოლის წარმატებასა და ხარისხს ზომავს”- აღნიშნა მაია ჰოლმბერგერმა, დანიის ექსპერტ-პედაგოგმა. მასპინძლებმა დანიელ სტუმრებთან ერთად, სკოლი თვითმართველობის, სკოლის კულტურის, ქვეყნის ისტორიაზე, ტრადიციებზე, განათლებასა და ახალგაზრდების ინტერესებზე იმსჯელეს. მოსწავლეებმა მადლიერებმა გამოხატეს აღნიშნული პროგრამის განხორციელების შესაძლებლობისთვის, რაც მათ აძლევს საშუალებას დაგეგმონ ახალი აქტივობები მათი სკოლაში და მომავალ პარტნიორობაზე იფიქრონ. სკოლაშ ვიზიტის ფარგლებში დანიელი სტუმრები ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესს დააკვირდნენ და აღნიშნეს, მასწავლებლის პროფესიონალიზმი, მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონე. დასასრულს, სტუმრებისა და მასპიძლებს შორის ინტერაქცია სპორტული აქტივობით საინტერესოდ გაგრძელდა. დანიელი და ქართველი მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყვნენ: ნაწილმა ფეხბურთი ითამაშა, ხოლო ნაწილმა მაგიდის ჩოგბურთი.... თავისუფალ გარემოში გაგრძელდა დიალოგი და სხვადასხვა აქტუალურ და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე მსჯელობა. დღის ბოლოს დანიელ სტუმრებს ტკბილეულით უმასპინძლეს.