32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
OECD-EI გლობალური დიალოგი - ,,სწავლა- სწავლების მომავალი” ქ. ჰელსინკი 2019 წლის 14-15 მარტს საერთაშორისო ორგანიზაციების OECD-ისა (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) და განათლების ინტერნაციონალის (EI) ერთობლივი მე-9 გლობალური დიალოგი - ,,მასწავლებლის პროფესიის საერთაშორისო სამიტი” (ISTP) თემაზე ,,სწავლა-სწავლების მომავალი” ფინეთის მთავრობის მხარდაჭერით ქ. ჰელსინკში გაიმართა. ISTP-ის გლობალურ დიალოგზე საქართველოს სოციალური პარტნიორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავსიუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ქ. ჰელსინკში 3 დღიანი სამუშაო ვიზიტით დელეგაციის 4 წევრთან ერთად იმყოფებოდნენ. OECD-ისა და EI-ის საერთაშორისო სამიტზე საქართველოს დელეგაცია უკვე მეორედ იქნა წარმოდგენილი. ISTP 2019-ის მონაწილეები იყვნენ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, ქ. თბილისის 150-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო ქავთარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი და სპმთპ-ის აღმასრულებლი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი. 2011 წლიდან OECD-ისა და EI-ის სამიტი განათლების სამინისტროებისა და განათლების ინტერნაციონალის წევრი პროფკავშირულ ორგანიზაციებს შორის ღია მსჯელობისა და დიალოგის ხელშემწყობი ფორუმია. ,,ეჭვგარეშეა, ჩვენ ერთ მაგიდასთან ვიკრიბებით ჩვენი ერთობლივი მისწრაფებების თვის - ხარისხიანი ზოგადი განათლება - საზოგადოებერივი სარგებელია” - ასე მიმართა მონაწილე მხარეებს ISTP2019 მოდერატორმა ტონი მაკკეიმ. ,,9 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მასწავლებელთა პროფკავშირების ლიდერებისა და განათლების მინისტრებს შორის ღია დიალოგი ასეთ მასშტაბებს მიიღებდა და საერთაშორისო დიალოგი სოციალური პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ერთერთ მნიშვნელოვან მოვლენად გარდაიქმნებოდა” - აღნიშნა EI-ის პრეზიდენტმა სუზან ჰოპგუდმა, ISTP2019-ის ოფიციალურ გახსნაზე. ორდღიანი საერთაშორისო სამიტის დაწყებამდე, 13 მარტს ფინეთში სწავლა-სწავლების მოდელებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით,21 ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა ფინეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ფინეთის სკოლამდელი, ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებები, პროფესიული სასწავლებლები და მასწავლებლის მომზადების ცენტრები მოინახულეს. დელეგაციების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა ფინეთის საგანმანათლებო სისტემაზე მეტი ინფორმაცია მიეღოთ და ურთიერთკავშირები დაემყარებინათ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების სტეიქჰოდერებთან. ფინეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დელეგაციებს დეტალურად წარუდგინა ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგები, წარმატებები და შედეგები. შეხვდრებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ფინეთის განათლების სისტემის წარმატება დამყარებულია ნდობის მაღალ ხარისხზე, საზოგადოებაში მასწავლებლის დაფასებულ სტატუსზე, სოციალური პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობასა და საზოგადოების ჩართულობაზე. ISTP2019-ის პროგრამის შესაბამისად, განათლების სამინისტორებისა და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არაფორმალური შეხვედრებიც გამართეს. ,,ISTP-ზე ჩემი ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც მეძლევა შესაძლებლობა სამიტის დაწყებამდე მოვუსმინო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან განათლების პროფკავშირების ლიდერებს” - აღნიშნა დევიდ ედვარდსმა, EI-ის გენერალურმა მდივანმა EI-ის წევრი ორგანიზაციების ლიდერების ერთობლივ შეხვედრაზე. 14 მარტს, OECD-ის განათლების განყოფილების დირექტორმა ანდრეს შლაიჩერმა, OECD-ის ძირითადი მიგნებები და ISTP2018-ის ანგარიში წარადგინა, აგრეთვე ისაუბრა განათლების სისტემების საჭიროებებზე და აღნიშნა, რომ ,,ISTP-უკვე 9 წელია ერთიანი დიალოგის პლატფორმას ქმნის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მისაღწევად, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით ქვეყნები ეროვნულ დონეზე ავითარებენ უკეთეს საგანმანათლებლო პოლიტიკას…. აშკარაა, რომ ფინეთის სისტემის წარმატება დამოუკიდებელ საქმიანობაზე კი არა, არამედ მჭიდრო ურთიერთკავშირებზეა დამოკიდებული…. ფინეთში ყველაზე კარგია ის სკოლა, რომელიც სახლთან ახლოს არის, ეს არის წარმატება”. 2019 წელს 21 ქვეყნის დელეგაციებმა ორი დღის განმამავლობაში სამ ძირითად თემაზე იმსჯელეს: კერძოდ, სასკოლო სისტემის ერთიანი მართვის აუცილებლობაზე; ადრეულ განათლებაში ინოვაციური პედაგოგიკითა და სტრატეგიებით მყარი ფუნდამეტების შექმნასა და მდგრადი სასკოლო გარემო- პირობების განვითარებაზე. დელეგაციების მუშაობა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟმში, განათლების სამინისტროსა და პროფკავშირის ხელმძღვანელი პირები პარიტეტულად გამოხატავდნენ შეხედულებებს და პოზიციებს საგანმანათლებლო სისტემებში გამოწვევების დაძლევის მიზნით. აღინიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებები უნდა ეფუძნებოდეს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მუდმივ ხელშეწყობას, თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ბუმის თანმდევ პირობებში, მასწავლებლების შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფას, სოციალური პატნიორების მჭიდრო თანამშრომლობას, უწყვეტი განათლების გარანტიების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ISTP-ის ისტორიაში, დღის წესრიგში პირველად იქნა განხილული, ფინეთისა და დანიის ადრეული განათლებისა და სასკოლო მზაობის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე დაყრდნობით, ადრეული განათლების აუცილებლობა, რაც უწყვეტი ფუნდამენტია. სამიტის დასკვნით ნაწილში, მონაწილე ქვეყნების ყველა დელეგაციის სოციალურმა პარტნიორებმა, ერთობლივად შეიმუშავეს ISTP2019 -ის პრიორიტეტები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ ერთობლივად შემუშავებული პრიორიტეტები მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ წარადგინა, OECD-ის, EI-ის, ევრო კომისიის და სამიტის მონაწილე დელეგაციების წინაშე:. ,,საქართველოს სასკოლო სისტემის გაუმჯობესებისათვისმ პედაგოგთა საჭიროებების ხელშეწყობა, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მასწავლებელთა საბაზო ხელფასების ეტაპობრივი ზრდა, ადრეული განათლებიდან პროფესიული განათლების ჩათვლით მოსწავლისათვის ხარისხიანი განათლების უწყვეტი ჯაჭვის შექმნის ვალდებულება". EI-ის პრეზიდენტმა სუზან ჰოპგუდმა, სამიტის დახურვისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვა საერთაშორისო შეხვედრებისგან განსხვავებით ,,ISTP, საერთაშორისო დონეზე მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მათი საჭიროებების ლობირების მექანიზმია. დღეს უკვე ყველა ვაღიარებთ, რომ განათლების მომავალი დამოკიდებულია მასწავლებლის მხრდამჭერი პროგრამების უზრუნველყოფაზე”. ,,განათლების სისტემის ძლიერ ფუნდამენტს მეტი ინვესტიციის ჩადება ქმნის… სისტემა უნდა ავაშენოთ ნდობით, თავდადებითა და თანამშრომლობით… ნდობა უნდა დავამკვიდროთ... ნდობა იბადება მასწავლებლებთან და მათ პროფკავშირებთან დიალოგში”- აღნიშნა სამიტის დასასრულს EI-ის გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა. ,,დღეს ჰელსინკიდან, განათლების ინტერნაციონალი, გაერო და OECD კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობებს განათლების სისტემაში მეტი ინვესტირებისკენ, რადგან სწავლა-სწავლების მომავალი არის ჩვენი საზოგადოების მომავალი”- ISTP-ის ორგანიზატორების ძირითად გზავნილს წარმოადგენდა.