32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 22 მარტიდან სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე პედაგოგთა საზოგადებასთან ფართომასშტაბიან რეგიონალურ შეხვედრებს მართავს.

პირველი შეხვედრა სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის იოსებ ჟღენტისა და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ლალი სეფისკვერაძის ორგანიზებით ზესტაფონში გაიმართა.

ღია დისკუსიის ფორმატში დამსწრე საზოგადოება ერთად მსჯელობს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე აქტუალურ თემებსა და საჭიროებებზე.

ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური შეხვედრების ორგანიზების მიზანია, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების დამოკიდებულებების ანალიზი და სპმთპ-ის სტრატეგიის განსაზღვრა უკეთესი, საგანმანათლებლო სწავლა- სწავლების გარემოს უზრუნველსაყოფად. სპმთპ-ის მიზანია სპმთპ-ის წევრებთან უკუკავშირების მექანიზმების გაძლიერება.

აღნიშნული შეხვედრები გზავნილით 
#ენდემასწავლებელს მიმდინარეობს.