32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 30 მარტს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის  წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა.  სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს   ორგანიზაცის მიერ გაწეული საქმიანობის 4 წლიანი ანგარიში წარუდგინა, ასევე, იმსჯელეს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე.  წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის აღდგენის მიზნით კონფერენციაზე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები  ჩატარდა, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობდა: თამარ კაკაჩია და ზაირა  შელია. კენჭისყრაში მონაწილეობა,  სულ 86-მა დელეგატმა მიიღო, აქედან 54 ხმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თამარ კაკაჩიას ერგო.

კონფერენციას, ესწრებოდნენ:სპმთპ-ს პრეზიდენტი მაია კობახიძე,  სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარიკა ალუღიშვილი, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი   საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი მაია ესებუა, სპმთპ-ის კანცელარიის უფროსი ქეთევან ვადაჭკორია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის უფროსი ნატო კვარაცხელია.

სპმთპ-ის სამეგრელოს  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს წალენჯიხის რაიონულ ორგანიზაციას და დაესწრნენ კონფერენციას:  ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ცირა გულუა, სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამაუკა კუჭავა, ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი ჩაიტაია და ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა გვასალია. 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი  ულოცავს თამარ კაკაჩიას,  წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევას და წარმატებებს უსურვებს.