32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

სპმთპ-ის რეგიონალური კამპანიის ,,ენდე მასწავლებელს" ფარგლებში, 2019 წლის 21 მარტს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ შეხვედრა გამართა ჭიათურისა და საჩხერის რაიონების პედაგოგთა საზოგადოებასთან. ორი რაიონის სკოლებისა და საბვშვო ბაგა-ბაღების სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად შეხვედრას პედაგოგთა აქტივი ესწრებოდა. ჭიათურის კულტურის სახლში დამსწრე საზოგადოება მოიწვია სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დალი სამხარაძემ და სპმთპ-ის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნათელა თევზაძემ. ღია პლათფორმაზე პედაგოგები სპმთპ-ის პრეზიდენტს აცნობენ მასწავლებელთა დამოკიდებულებებს საგანმანათლებლო სექტორში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. სპმთპ-ის კამპანიის მიზანია თითეული რეგიონის წარმომადგენელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.