32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 27 ივნისს, სპმთპ-ის წალენიხის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგი- პროფესიულ უნარებში. სემინარს, აა(ა)იპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა  პროფესიული განვითარების  ცენტრის" ტრენერი გოჩა ძაგანია ხელმძღვანელობდა.
 წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლაში ტრენინგს,  საჯარო სკოლების 30 პროფესიული განვითარების ცენტრის პედაგოგი  ესწრებოდა, რომლებმაც კმაყოფილება და მადლიერება გამოხატეს ტრენერის, ბატონი გოჩა ძაგანიას ნაყოფიერი მუშაობის გამო.
 სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა თამარ კაკაჩიამ მადლობა გადაუხადა  აა(ა)იპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა
პროფესიული განვითარების ცენტრის“აღმასრულებელ დირექტორს ქალბატონ მარიამ მკალავიშვილს, მეორე საჯარო სკოლის დირექციას, ქალბატონს მანანა სონგულიას, ქალბატონ ნესტან ვეკუას და წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის პირველადის თავმჯომარეს ქალბატონ ინგა რატიას.