32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია აგრძელებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნას. ამჯერად, ლიის N2 საჯარო სკოლაში, პრაქტიკოსი მასწავლევლებისათვის  პროფესიული უნარების ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს, ჯვარის მე-4 , ფახულანის N1 და N2 სარაო სკოლა, ჩქვალერის საჯარო სკოლის, ლიის N1 და N2 საჯარო სკოლის მასწავლებელები ესწრებოდნენ. პედაგოგებისგან შემდგარ ჯგუგფს კი, აა(ა)იპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი გოჩა ძაგანია ხელმძღვანელობდა. 

სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ კაკაჩიამ მადლობა გადაუხადა ლიის N1 სკოლის ადმინისტრაციას მასპინძლობისთვის და ტრენერ ბატონ გოჩა ძაგანიას ნაყოფიერი სემინარისთის.თამარ კაკაჩიამ ასევე აღნიშნა, რომ ტრენერის მიერ  პრაქტიკული ნაწილის და კონკრეტული მაგალითების განხილვა ძალიან დაეხმარებათ მასწავლებელებს ცოდნის მობილიზებაში. 

სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია თითოეულ პედაგოგს  წინსვლას და წარმატებას უსურვებს!

28.06.2019 წელი.