32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ტაილანდში, ქ. ბანკოკში მიმდინარე 2019 წლის განათლების ინტერნაციონალის (EI) მერვე მსოფლიო ყრილობის მუშაობაში მონაწილობას სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე ღებულობდნენ.

განათლების სფეროში დასაქმებულთა ყველაზე დიდი, საერთაშორისო გლობალური პროფკავშირული გაერთიანება - განათლების ინტერნაციონალი (EI) 25 წლიან ისტორიას ითვლის. მსოფლიო მასშტაბით, EI წარმოადგენს 32 მილინ წევრის ხმას 150 ქვეყნის განათლების სფეროს პროფკავშირულ ორგანიზაციების ერთობით..

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) 2000 წლიდან წარმოადგენს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ხმას საერთაშორისო დონეზე.
2019 წლის EI-ის მე-8 მსოფლიო ყრილობას განათლების სფეროს პროფკავშირული ორგანიზაციების 1400 დელეგატი ესწრებოდა. EI-ის დელეგატებმა და პროფკავშირულმა ლიდერებმა საპატიოდ მოწვეული სოციალური პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე განვლილი ოთხწლიანი პერიოდი და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესები შეაჯამეს, იმსჯელეს განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ერთად დაგეგმეს შემდგომი საანგარიშო პერიოდის სტრატეგული მიმართულებები გლობალურ თუ სპეციფურ საკითხებთან მიმართებაში.
ბანკოკში მიმდინარე მსოფლიო ყრილობის ოფიციალურ გახსნამდე, ყრილობის დელეგატები მრავალფეროვან თემატურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატებში, ბლოკებში, მრგვალ მაგიდებთან თუ ,,განათლების კუთხეებში” სამსჯელოდ იკრიბებოდნენ. ყრილობამდე გამართული ღონისძიებების მიზანი არამარტო გამოცდილებების გაზიარება და ანგარიშების მოსმენა, არამედ ორგანიზაციებს შორის შემდგომი პარტნიორობის განვითარება და საერთო ინტერესების ადვოკატირებისთვის ყრილობაზე წარსადგენი დადგენილებების პროექტების განხილვა იყო/.
EI-ის 2019 წლის ყრილობის დაწყებამდე მცირე ჯგუფებში განხილულ თემებს შორის იყო ადამიანის უფლებების, პროფკავშირის საქმიანობის, ქალთა უფლებების, თანადგომისა და განათლების სპეციფიური, მათ შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების საკითხები.
,,ყრილობის წინა შეხვედრებზე” აგრეთვე მოწვეული იყვნენ სოციალური პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც გენდერისა და აბორიგენი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევები, ზოგადად ადამიანის საყოველთაო უფლებები, ბავშვთა და კლიმატური ცვილებები და სხვა თემები განიხილებოდა.
ყრილობის პლენარულ სესიებზე დელეგატემა იმსჯელეს და მიიღეს გლობალური რეზოლუციები ქალთა და გოგონების უფლებების, ყველა ფორმის დაშინების, ძალადობის აღმოფხვირსთვის განათლების პროფკავშირების როლისა და მექანიზების, ადამიანისა და პროფკავშირების უფლებების გაფართოებისა და დემოკრატიული პროცესებში განათლების მნიშვნელობის შესახებ.
ყველაზე დიდი წევრებზე დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციის, განათლების ინტერნაციონალის ყრილობის დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლების სფეროში მოღვაწე გამოჩენილმა აქტივისტებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა.
განათლების ინტერნაციონალი 25 წლის წინ დაფუძნდა, რომლის მიზანს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ძალების გაერთიანება, თანადგომა და მხარდაჭრა, ადვოკატირება მსოფლიოს ყველა ქვეყნის განათლების სფეროს დამოუკიდებელი, თავისუფალი პროფკავშირების ძალისხმევით.
2019 წლის ყრილობის დელეგატებმა EI-ის პრეზიდენტის სუზან ჰოპგუდს შემდგომი ოთხწილან მანდატსა ნდობა გამოუცხადეს და გენერალურ მდივანად კი დევიდ ედვარდსი აირჩიეს.
აგრეთვე EI-ის წესდებით დადგენილი ნორმების გათვალისწინებითა და გენდერული ბალანსის დაცვით ოთხწლიანი მანდატით არჩეულია მსოფლიო რეგიონალური წარმომადგენლები განათლების ინტერნაციონალის მართველ ორგანოში, აღმასრულებელ საბჭოში.