32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 1-7 სექტემბერს სპმთპ-ისა და GL-ის (დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირის) თანადგომისა და პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამის სპმთპ-ის დელეგაციის ექვსი ქართველი მასწავლებელი, დანიის საგანმანათლებლო სისტემის სოციალური პარტნიოროების, პროფკავშირებისა და გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის, ევროპული ტიპის თანამშრომლობის მახასიათებლებისა და სოციალური დიალოგის შედეგად მიღებული შედეგების თვალსაჩინო მაგალითების მოწმენი დანიაში ვიზიტისას თავად გახდნენ.

გაცვლითი პროგრამის მონაწილე მასწავლებელთა შეფასებებიდან:

Lika Chxaidze Natia Gabroshvili Jaba Labadze Azniv Kirakosyan Murad Eminov Ekaterine Chelidze

,,სოციალური ურთიერთობები აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანადგომასა და აღიარებაზე, ამას წავაწყდით ყველა ნაბიჯზე. ადამიანები არიან ყურადღებიანი ერთმანეთის მიმართ ....

,,სოციალური პასუხისმგებლობა, კანონმორჩილება ისწავლება ოჯახებში. აღსანიშნავია, რომ დანიის სკოლებში უმცროსი სასკოლო ასაკიდან, მეოთხე კლასიდან ისწავლება ეს უნარ-ჩვევები... დანიელ მოქალაქეებს ახასიათებთ მაღალი პასუხისმგებლობა, არიან პუნქტუალურები, იციან დროის დაზოგვა, წინასწარ დაგეგმილია ყველა ნაბიჯი წუთის სიზუსტით...

,,განათლების სისტემა მდგრადი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებულია. ყოველი ახალი გადაწყვეტილების მიმღებნი ვალდებული არიან გააგრძელონ წინა დროს დაგეგმილი, შემუშავებული კურსი და საჭიროების მიხედვით უფრო მეტად განავითარონ....

დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) წარმომადგენლებმა სტუმრებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ,,ინფორმაცია დანიის განათლების პოლიტიკის და გამოწვევების დაძლევის - დანიის მასწავლებელთა სამუშაო პირობების შესახებ. სპმთპ-ის გაცვილითი პროგრამის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო არაერთ თემაზე.

GL ძველი ჩინური ანდაზით ხელმძღვანელობს ,,მაშინ როდესაც ქარი უბერავს ზოგი კედლებს აშენებს... ზოგი კი ქარის წისქვილებს!

პროფკავშირებსა და სამინისტროს შორის ღია დიალოგს დიდი ხნის ტრადიცია აქვს. წელიწადში 2-3 ჯერ სოციალური პარტნიორები: პროფკავშირები და განათლების სამინისტრო კონფერენციებს ერთობლივად უკეთებენ ორგანიზებას მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციების, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერებული ჯგუფების მონაწილეობით. განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები პროფესიულ კავშირს უთანხმდება.

დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი, GL-, საშუალო სკოლაში დასაქმებულთა 95 % აერთიანებს. ზედა საფეხურის მასწავლებლებს მაგისტრის ხარისხი აქვთ და სკოლაში მინიმუმ ორ საგანს ასწავლიან.

წევრთა ერთიანობა და სიმრავლე GL- საშუალებას აძლევს იყოს აქტიური, ეფექტური და მასწავლებლებთან ერთად ღია დებატები აწარმოოს გადაწყვეტილებების მიმღებებთან. GL- მჭიდროდ თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიულ ასოციაციებთან, რომლებიც პროფესიული განვითარების კომპონენტზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები პროფკავშირის წევრობასთან ერთად ორზე მეტ პროფესიულ ასოციაციაში არიან გაერთიანებულინი

GL-ის განაცხადია: ,,ჩვენ მყარად ვდგავართ ორ ფეხზე!

  • · მასწავლებელთა ხელფასებისა და სამუშაო პირობების ადვოკატირებით;
  • · განათლების პოლიტიკაზე ზეგავლენის ეფექტური მექანიზმებით.
  • GL-ი მიმდინარე პროცესების და მიმდინარეობების საპასუხოდ ორგანიზაცია ამზადებს განაცხადებსა და ხედვას, უზრუნველყოფს წევრებს საგანათლებლო პოლიტიკასთან დაკავშირებული სამართლებრივი სემინარებით.
  • GL-ი ჩართულია კანონშემოქმედებით პროცესებში, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებსა და ადვოკატირებში. მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის დირექოტორებთან დიალოგის ფორმატში.
  • GL-ი, როგორც ინსტიტუტი მუდმივად განვითარების პროცესშია, იმისთვის რომ გავლენები გააძლიეროს და დასაქმებულთა ინფორმირებითა და მობილიზებით. GL სიძლიერე მის მრავლარიცხოვნობაშია, მისი საგაფიცვო ფონდით 100 მილიონ ევროს შეადგენს.

ყურადსაღები და საინტერესოა პარტნიორობა GL-სა და ,,დანიის ბოლო საფეხურის მოსწავლეთა ეროვნულ კავშირს შორის, რომელიც აერთიანებს სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობების წარმომადგენლებს ქვეყნის მასშტაბით. მათი ბოლო დროინდელი კამპანიების შედეგია ის ფაქტი, რომ სკოლებს აღარ დაეკისრებათ ვალდებულება ყოველწლიურად შეამცირონ ბიუჯეტი 2 %-ით. თვალსაჩინოა დანიის საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობა და პარტნიორობა, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციების ეფექტურობა.

  • GL-ის მთავარი ამოცანა არის სკოლები მოსწავლეებისთვის მიმზიდველი იყოს, ხოლო მასწავლებლებს ხარისხიანი გაკვეთილების მომზადებისთვის გაწეული დრო და ძალისხმევა დაფასებული.

აღსანიშნავია, რომ დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლები დამოუკიდებელი, თვითმართვადი დაწესებულებებია, დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებენ და საჭიროებების მიხედვით ანაწილებენ ბიუჯეტს.

  • GL-ი სკოლის განვითარებისათვის საჭირო პროგრამებს ქმნისა და მეთოდური რესურსებით ეხმარება.
  • GL-ის სკოლის პროფკაშირული ლიდერები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მასწავლებლების დატვირთვისა და ანაზღაურების საკითხებზე. მასწავლებლები იღებენ სამართლებრივ კონსულტაციებსა და საჭირო სასწავლო-მეთოდოლოგიურ რესურსებს.
  • მოლაპარაკებების წარმოებით მიღებული შედეგია ის, რომ დანიაში გაფიცვა ფაქტობრივად არ ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ საშუალო საფეხურის სკოლები დანიაში სრულად დეცენტრალიზებულია, პროფკავშირის ლიდერები აქტიურად არიან ჩართულები მოლაპარაკებებში, სკოლის მმართველ ორგანოებში, აგრეთვე მოსწავლეთა თვითმართველობასთან ერთად მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლურ- პარტნიორული გარემოს უზრუნველსაყოფად.

მასპინძელმა ორგანიზაციამ, GL-მა, საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე დანიის განათლების დარგობრივი პროფკავშირების ადრეული, სკოლამდელი და პროფესიული განათლების ხელმძღვანელები და ექსპერტები მოიწვია. აღნიშნულმა შეხვედრებმა ქართულ დელეგაციას საგანმანათლებლო სისტემის ერთიანი სურათი დაანახა, რაც ,,სწვლება მთელი ცხოვრების მანძილზე” კონცეფციაზეა აგებული.