32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 2019 წლის  10  ოქტომბერს ,,დუსელდორფის  ზრდასრულთა  განათლების  პოლიტიკური ინსტიტუტის”   ათკაციანი დელეგაცია სპმთპ-ის სტუმრობდა.

გერმანული  დელეგაცია  საქართველოში  ერთი  კვირის  განმავლობაში  იმყოფებოდა, რომელთა მიზანს  წარმოადგენდა  სხვადასხვა  კუთხით  ქვეყანაში  მიმდინარე  პროცესების  გაცნობა, სამთავრობო და არასამთავრობო  სფეროს  წამომადგენლებთან  შეხვედრების  გამართვა. მათი ინტერესის  ერთ_ერთ სფეროს  წარმოადგენდა  დემოკრატიზაციის  პროცესებში  პროფკავშირების მნიშვნელობისა  და  სამოქალაქო  საზოგადოების  შესწავლა.

 საქართველოში  ფრიდრიხ  ებერტის  ფონდის  რეკომენდაციით  განათლების  სფეროში მიმდინარე  პროცესებში  პროფკავშირების  როლის   შესასწავლად ,,დუსელდორფის  ზრდასრულთა განათლების  პოლიტიკური  ინსტიტუტის” წევრები  სპმთპ-ის  პრეზიდენტს  მაია  კობახიძეს შეხვდნენ.

სპმთპ-ის  პრეზიდენტმა  მაია კობახიძემ  სტუმრებს  დეტალურად გააცნო  განათლების  დარგში მიმდინარე  ტენდენციები, პროფკავშირების  როლი, პოზიციები, მიღწეული  შედეგები  და  მომავლის  ხედვები  ქვეყნის  დემოკრატიზაციის  პროცესებში.

დელეგაციის  წევრებმა  ხაზგასმით  აღნიშნეს, რომ  10  ოქტომბრის  შეხვედრა  მათი  ერთკვირიანი ვიზიტის  ერთერთი  შთამბეჭდავი, სრულყოფილად  ინფორმაციული და დამაგვირგვინებელი შეხვედრა იყო.