32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის 28 იანვარს გაიმართა სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის რიგით მესამე ადგილობრივი საბჭოს სხდომა. მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი საბჭო შედგება 61 წევრისგან და აერთიანებს 27 სკოლისა და 34 ბაღის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეებს.

სხდომის დღის წესრიგი:

1. სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული პროფკავშირული საქმიანობის შესახებ. 2.ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში და ახალი 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
3. სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს #84 სხდომის დადგენილების გაცნობა:
 კომპლექსური რეფორმების მიმდინარეობების პროცესში მასწავლებელთა წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;
4. დანიურ-ქართული პროექტის ფარგლებში მონაწილე მასწავლებელთა პრაქტიკის გაზიარების მიზნით მასწავლებელთა კომფერენციის დაგეგმა. 5. ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგ მოდულების გაცნობა სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელთათვის. სხდომა შედგა, მოვისმინეთ საინტერესო წინადადებები და დავსახეთ სამომავლო გეგმები. მჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ! მე ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ეს ჩემთვის,როგორც ახალბედა თავმჯდომარისთვის, მნიშვნელოვანია.