32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად ემზადება საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციისთვის. სპმთპ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალბატონი ქეთევან ხეტეშვილი, პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში , თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს, საანგარიშო-საარჩევნო კრებებს, განიხილავს მიმდინარე საქმიანობებს და სამომავლო გეგმებს, ტრენინგების მონაწილეებს გადასცემს სერთიფიკატებს.საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობს სპმთპ-ს ცენტრალური აპარატის ოფის-მენეჯერი ქალბატონი ლალი გოგიჩაიშვილი.
საჯარო სკოლების წარმომადგენლები მადლიერებას გამოხატავენ სპმთპ-ის და პირადად ქალბატონ მაია კობახიძის მიმართ , მასწავლებელთა მხარდასაჭერად გაწეული დაუღალავი ზრუნვისათვის.
რაც შეეხება ბაგა-ბაღებს , შეხვედრის მონაწილეები მუდმივად აღნიშნავენ იმ პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ. ისინი განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ დაბალი, სიმბოლური ხელფასების შესახებ, ითხოვენ ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფას, აღნიშნავენ ჯგუფებში ბავშვთა გაზრდილ რაოდენობას, მოსალოდნელი საკვალიფიკაციო ტესტირებების პირობებზე, რომლის შესახებაც მწირი ინფორმაცია აქვთ...