32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ა (ა) ი.პ ,,საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითრების ცენტრმა” სპმთპ-ის წევრთა, ზოგადსაგანმანთლებლო სკოლის/სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულებისთვის, პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის სატრენინგო მოდულები ქვეყნის მასშტაბით წარმატებით გადაიტანა დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში. საგანმანათლებლო ცენტრი სპმთპ-ის წევრებს, მათ შორის ეროვნულ უმცირესობებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ დისტანციური ონლაინ ტრენინგებში https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td0/1/18/2935.png");">⤵️.

სპმთპ-ის ,,საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითრების ცენტრის” დისტანციური სატრენინგო პროგრამა:

I. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა სტატუსის პედაგოგებისთვის⤵️

1. პროგრამა „teams“-ში მუშაობის სწავლება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე;
2. მოსწავლის განმსაზღვრელი, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება;

☑️ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლების საგამოცდოდ მოსამზადებელი ტრენინგები ⤵️

3. პროფესიული უნარები;
4. დაწყებითი ქართული (I – IV კლასი);
5. დაწყებითი ქართული (I – VI კლასი);
6. დაწყებითი მათემატიკა (I – IV კლასი);
7. დაწყებითი მათემატიკა (I – VI კლასი);
8. დაწყებითი ბუნებისმეტყველება (I – IV კლასი);
9. დაწყებითი ბუნებისმეტყველება (I – VI კლასი);
10. ინგლისური ენა;
11. მათემატიკა VII – XII კლასი;

☑️ ეთნიკური უმცირესობებისთვის ⤵️

12. ქართული როგორც მეორე ენა;

☑️ აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისთვის ⤵️

13. პროფესიული უნარები;
14. დაწყებითი მათემატიკა (I – IV კლასი);
15. დაწყებითი მათემატიკა (I – VI კლასი);
16. მათემატიკა VII – XII კლასი;

II. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთათვის ⤵️

17. სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები
18. ტრენინგი მუსიკის მასწავლებლებისთვის
19. პირველადი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარება
20. ტრენინგი ბაგა-ბაღების დირექტორებისათვის
📌 სპმთპ-ის რაიონული/ საქალაქო ორგანიზაციების ლიდერების მხრიდან მიმდინარეობს სპმთპ-ის წევრთა მოთხოვნების კვლევა, მათი პროფესიული საჭიროებების თაობაზე და სატრენინგო პროგრამის თემატიკის გაფართოვებისთვის.
ℹ️ ინფორმაცია დისტანციური - ონლაინ ტრენინგების ხანგრძლივობის, თარიღებისა და პრაქტიკული მექანიზმების შესახებ ინდივიდუალურად მიეწოდებათ მონაწილეებს, ჯგუფების მიხედვით.
📌 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ზრუნავს, რომ ,,ჯანმრთელობის კრიზისი არ გადაიქცეს საგანმანათლებლო კრიზისად” და მაღვალკვალიფიციური ტრენერების დახმარებით უზრუნველყოს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა კრიზისულ პერიოდებში.
2020 წლის 7 მაისი