32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ძვირფასო კოლეგებო,

მიუხედავად იმისა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საფუძვლიანი მუშაობა ჩაატარა დისტანციური სწავლა-სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს შეექმნა სხვადასხვა სახის პრობლემები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა და დაიწყო ონლაინ ტრენინგები ,,გამოწვევები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით“. მაგალითისათვის, სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის ორგანიზებით 120-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა. ონლაინ ტრენინგებთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალა აქვთ სპმთპ-ის რაიონული-საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს.

გთხოვთ, რაიმე პრობლემასთან, ან გაურკვეველ საკითხთან დაკავშირებით მიმართოთ თქვენი რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ ტრენინგების ორგანიზებას. ასევე გაცნობებთ რომ სპმთპ-ის ტრენინგ-ცენტრმა მოამზადა დისტანციური ტრენინგ-მოდულები, მასწავლებელთა სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა სტატუსის პედაგოგებისთვის, პროგრამა „teams“-ში მუშაობის სწავლება, როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე; მოსწავლის განმსაზღვრელი, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება; პრაქტიკოსი მასწავლებლების საგამოცდოდ მოსამზადებლად; ეთნიკური უმცირესობებისთვის - ქართული როგორც მეორე ენა; აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისათვის საგნობრივ და პროფესიულ უნარებში; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დასაქმებულთათვის.

თქვენთვის საინტერესო საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ ტრენინგ-ცენტრის დირექტორს მარინა მკალავიშვილს.

2020 წლის 13 მაისი