32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 2 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ,,მასწვალებლის პროფესიის საერთაშორისო (ISTP) ვირტუალური სამიტის” მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.
,,მასწავლებლის პროფესიის საერთაშორისო (ISTP) ვირტულური სამიტი” გაიმართა ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ინსტიტუტისა” (OECD) და საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანების ,,განათლების ინტერნაციონალის” (EI) ორგანიზებით. სამიტის ონლაინ მუშაობაში, ორგანიზატორების მოწვევით, 16 ქვეყნის განათლების მინისტრები და EI-ის წევრი განათლების პროფკაშირების ლიდერები მონაწილეობდნენ. სამიტს ესწრებოდნენ OECD/ EI ხელმძღვანელები და დამკვირვებლის სტატუსით, განათლების სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ISTP-ის ვირტუალური სამიტი მიეძღვნა, გლობალური პანდემიის პირობებში, სოციალური პარტნიორების დიალოგის მნიშვნელობასა და მასწავლებელთა საზოგადოების/მათი პროფკავშირების ჩართულობის აუცილებლობას, განათლების სექტორში კრიზისების მართვის მენეჯმენტის ანალიზს, სკოლების დახურვის შემდგომი ღონისძიებების განხილვასა და მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის ეფექტური მექანიზმების განსაზღვრას.
საქართველოს დელეგაციას მიეცა შესაძლებლობა ესაუბრა, საქართველოს სკოლებში დისტანციური სწავლა-სწავლების დანერგვის ღონისძიებების, გამოწვევებისა და შედეგების შესახებ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მადლიერებით აღნიშნა მასწავლებლების პროფესიონალური და შემოქმედებითი მიდგომები, მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენა ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. მან დაასახელა წარმატებული საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმები და პროექტი ,,ტელესკოლა”. მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა სპმთპ-თან მიმდინარე ინტენსიური სოციალური დიალოგის ეტაპებზე, თანამშრომლობის მრავალფეროვანი მიმართულებების მნიშვალობასა და განვითარებაზე.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ აღნიშნა საქართველოს წარმატებული შედეგები COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და საქართველოს მთავრობის, ის თანმიმდევრული-ეფექტური ღონისძიებები, რამაც საზოგადოებაში შექმნა დაცულობის მაღალი განცდა.
,,ონლაინ სწავლების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პედაგოგთა საზოგადოების როლი, ძალისხმევა და მაღალი მოტივაცია.მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ საფუძვლიანი მუშაობა განახორციელა გადაუდებელი ონლაინ სწავლების დანერგვის მიმართულებით, დასაწყისშივე გამოვავლინეთ პედაგოგთა წინაშე არსებული პრობლემები, დავგეგმეთ და განვახორციელეთ ონლაინ ტრენინგები - ,,დისტანციური სწავლების გამოწვევები“. უმოკლეს პერიოდში შევძელით წევრების წინაშე არსებული ისეთი პრობლემების აღმოფხვრა, რაც სტრესულ გარემოს უქმნიდა მასწავლებლებს.
პროფკავშირსა და განათლების სამინისტროსთან მიმდინარე კონსტრუქციული, სოციალური დიალოგი გადავიდა ონლაინ ფორმატში. სამინისტროში შექმნილი კომისიები, რომელშიც ჩართულია პროფკავშირი, აგრძელებს ინტენსიურ, უწყვეტ მუშაობას ონლაინ რეჟიმში, მასწავლებელთა საჭიროებებისა და პრობლემების გათვალისწინებით.
მასწავლებლებში კოლეგიალური, თანამშრომლური გარემოს გაღრმავებისათვის შევქმენით კვალიფიციურ მასწავლებელთა ჯგუფები, რომლებიც ონლაინ ახორციელებენ კოლეგებთან მუშაობას, თავიანთი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ამის შესაძლებლობა მოგვცა ,,დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირის“ (GL) და სპმთპ-ის ერთობლივმა პროექტმა, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება საქართველოში. დანიელი მასწავლებლები ქართველ მასწავლებლებს უტარებენ ტრენინგ-სემინარებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, მათ შორის ,,ციფრული ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში დანერგვა“, ,,განმავითარებელი შეფასება და უკუკავშირები“, ,,წერითი სამუშაოები და განმსაზღვრელი შეფასებები“ და სხვა. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი მასწავლებლების ონლაინ მუშაობამ ხელი შეუწყო კოლეგიალობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ინოვაციური მეთოდების ურთიერთგაზიარებას და საგაკვეთილო პროცესში დანერგვას.
საგაკვეთილო პროცესის სასკოლო სივრცეში აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას განათლების სამინისტროსთან სოციალური დიალოგის ფორმატში” - აღნიშნა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.
OECD-ის განათლების განყოფილების დირექტორმა სპეციალური კვლევა წარმოადგინა, განათლების სექტორში, ახალი კორონავირუსით COVID-19-ით გამოწვეული პროცესების შეფასების შესახებ, სადაც გამოკვეთილია მასწავლებლების საჭიროებები და ახალ რეალობაში მოქმედების სტრატეგიები.
EI-ის გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა დეტალურად ისაუბრა განათლების პროფკავშირების მნიშვნელოვან როლსა და საქმიანობებზე.
,,მასწვალებლის პროფესიის საერთაშორისო (ISTP) ვირტუალური სამიტში” მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ინოვაციური ტექნოლოგიური მექანიზმების განვითარების შესაძლებლობებზე, კრიზისის პერიოდში მასწავლებლის პროფესიის დატვირთვაზე, სკოლებისათვის საჭირო მხარდაჭერაზე, კოლაბორაციული კულტურის გაძლიერების აუცილებლობაზე, ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად განათლების მომავლის გეგმების შემუშავებაზე, მოსწავლეთა და მათი სოციუმის ინტერესების გათვალისწინებით.
ვირტუალური სამიტის დასკვნით ნაწილში, მონაწილე ქვეყნების საქმიანობა შეაჯამა OECD-ის განათლების განყოფილების დირექტორმა ანდრეს შლაიჩერმა. მან დადებითად შეაფასა, გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფკავშირის სოციალური პარტნიორობა, საქართველოს განათლების სამინისტროს ორგანიზებით შექმნილი ,,ტელესკოლისა” და სხვა ინოვაციური პროგრამების დანერგვა, სპმთპ-ის ღონისძიებები, მასწავლებელთა უფლებების დაცვისა და მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის მიმართულებით.
2010 წლიდან, OECD და EI, ყოველწლიურად იწვევს სოციალურ პარტნიორებს, მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერისა და განათლების დარგის განვითარების ერთობლივი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.
საქართველოს დელეგაცია 2018 წლიდან მონაწილეობს გლობალური დიალოგის მუშაობაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td0/1/18/2935.png");">⤵️ https://www.facebook.com/MESGeorgia/posts/4136202413064139?__tn__=K-R
 
 
2020 წლის 3 ივნისი