32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი წარმოაჩინა.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქალაქ თბილისის 147-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, განათლების მეცნიერებების დოქტორი მარინე წიკლაური.

დოსიე : დავიბადე 1978 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტობისას ვთანამშრომლობდი საქართველოს რადიოს ლიტერატურულ განყოფილებასთან (გადაცემები : “ენაი შემკული და კურთხეული”, “დროება”, “სახსოვარი”).

სამუდამოდ დამამახსოვრდა თამაზ ხმალაძისა და ზინა მჭედლურის საოცარი პროფესიონალიზმი და მზრუნველობა.

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ,ვასწავლიდი წმინდა დიდმოწამე გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტში, პარალელურად საპატრიარქოს რადიო “ივერიაში” ვუძღვებოდი საავტორო ლიტერატურულ გადაცემას “კარგად წაკითხვა წასაკითხისა”.

მოგვიანებით სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში და 2018 წელს დავიცავი დისერტაცია განათლების მეცნიერებების დოქტორის ხარისხით. სადისერტაციო კვლევა მოიცავდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სწავლებას სკოლაში მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბების კუთხით.

2010 წლიდან ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში.

ჩემს პროფესიულ არჩევანსა და ცხოვრებისეულ წარმატებებს მივაწერდი საოცარ ადამიანებს : მარიამ-დოდო ღლონტს, მედეა არაბულს, მიმლი როსტიაშვილს - ქართულის მასწავლებლებს. უნივერსიტეტში სწავლისას - გრივერ ფარულავას, ნანა გონჯილაშვილს, თამარ შარაბიძეს, თამაზ ჯოლოგუას, ქეთევან ჭკუასელს. ვფიქრობ, ამქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულება თავად ადამიანია და მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ამ ადამიანებს შევხვდი.

მყავს მეუღლე და 3 შვილი.მიმაჩნია, რომ დედობა ყველაზე რთული “პროფესიაა” და ქედს ვიხრი ყოველი მრავალშვილიანი დედის წინაშე.118617097 801211247282464 2760638629916197640 n

P.S..მარინე წიკლაურის ავტორობით სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა სტატიები თემაზე :"ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“,

"მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირების საკითხები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში";

"ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სწავლების მეთოდიკა";

"მოქალაქეობრივი ცნობიერების ზოგიერთი ასპექტი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში";

"ღვაწლით დაგვირგვინებული მოქალაქეობა (ვაჟა-ფშაველას ქრისტიანული მრწამსი)";

"მოქალაქეობრივი ცნობიერების ასპექტები ქართულ ლიტერატურაში The aspects of Civic Consciousness in Georgian literature (ინგლისურ ენაზე)";

2016 წელს მონაწილეობა მიიღო იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - ენა, ლიტერატურა და კულტურა განათლების სფეროში და წარსდგა მოხსენებით: "მოქალაქეობრივი ცნობიერების ასპექტები ქართულ ლიტერატურაში".

ამავე წელს ქალაქ პრაღაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში: "განათლება და სოციალური მეცნიერებები"და მოხსენებით წარსდგა :"მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბების ეფექტური გზები".

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა ორმა უმთავრესმა მიზეზმა: ქართული ლიტერატურის სიყვარულმა და ქართულის მასწავლებლებმა (უნივერსიტეტის, მაგრამ უმთავრესად მაინც სკოლის მასწავლებლებმა).

ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

მეგობრების, ჩემი მასწავლებლების (მათთან კონტაქტი არასოდეს გამიწყვეტია).

გააცანით თქვენი სკოლა საზოგადოებას? რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

ჩემს სკოლაში არის თავისუფალი, მეგობრული გარემო, დემოკრატიული ატმოსფერო, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მასწავლებლის პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. ვფიქრობ, ყოველი მასწავლებელი თავისი სკოლის სახეა და საზოგადოებას აცნობს მას საკუთარი აქტიურობით.

თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ?

ვემხრობი ჰუმანისტურ თეორიებს, კონსტუქტივიზმს, ბავშვის მოქალაქეობრივი განვითარება ჩემთვის პრიორიტეტია.

როგორია თქვენეული წარმატების ფორმულა.

როცა ვასწავლით, ჩვენც ვსწავლობთ (ვვითარდებით პიროვნულადაც და პროფესიულადაც).118696896 370137043992182 3226064530298933778 n

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

სკოლებში უნდა ჩამოყალიბდეს შემოქმედებითი, თავისუფალი ატმოსფერო ; დაწესდეს საგრანტო პროექტები მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით; მნიშვნელოვანია მასწავლებლების აღჭურვა უფასო სასწავლო რესურსებით.

თანამედროვე პედაგოგი უნდა იყოს ძალიან მოტივირებული, შეეძლოს ე.წ. „ტრადიცული“ და ახალი სასწავლო მეთოდების ბალანსი, არ უნდა ეშინოდეს ექსპერიმენტების , მაგრამ არც განურჩევლად და დაუფიქრებლად უნდა იღებდეს ყველა სიახლეს, რომელსაც სთავაზობენ. ამ მხრივ უნდა იყოს ზომიერი და მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებზე ორიენტირებული.

გარკვეული წლების მერე როგორ ხედავთ თქვენს თავს ფილოლოგიაში? როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივები?

ვეცდები, ვიზრუნო პროფესიულ წინსვლაზე, გავხდე მენტორი, მოსწავლეთა მონაწილეობით განვახორციელო პროექტი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც სატელევიზიო გადაცემების ციკლის სახით მაქვს წარმოდგენილი.

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით? როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან ?

თანამედროვე ახალგაზრდობა უფრო მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგას, ვიდრე წინა თაობა, ამიტომაც უფრო მეტად ახასიათებთ ემოციური არამდგრადობა. გლობალიზაციის პირობებში უფრო მეტად ეძალებიან უცხოენოვან კულტურასა და მასკულტურას, ამიტომ სჭირდებათ პატრიოტული მუხტის გაღვივება, ვაჟას „კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის“ უალტერნატივო (ჩემი აზრით) მოქალაქეობრივ პრინციპებზე აღზრდა.13404044 1204186676272171 3751220207067251711 o

სწავლების პროცესში რა პრობლემებს აწყდებით და რომლის მოგვარებაა არსებითად მნიშვნელოვანი?

არსებითად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონის არასასწავლო დანიშნულებით გამოყენების შეზღუდვა (ბანალური, მაგრამ პრობლემური საკითხია).

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა,რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

ვემხრობი ინტერაქციას, მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების აქცენტირებას, რაც მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მყარი მოქალაქეობრივი „ბექგრაუნდისა“ და პიროვნული პასუხისმგებლობის ფორმირების შემდეგ.

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისთვის, რამდენად მოტივაციის შემცველია ის ფაქტი,რომ ეროვნულ გამოცდებში ყველა მიმართულებით პირველ სავალდებულო საგნად ჩასმულია ქართული.რა უნდა გაკეთდეს ქართული ენის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის?

ქართული უპირობოდ უპირველესი სავალდებულო საგანი უნდა იყოს ეროვნულ გამოცდებზე . მისი მეტად პოპულარიზაციისათვის საჭიროა უამრავი კომპლექსური ღონისძიების გატარება :• კლასიკური ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია,

 ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონის გამოცემა,

• ენათმეცნიერების ინსტიტუტისათვის მეტი ყურადღების მიქცევა,

• ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ენის „გაქართულება“,

• პროფესიული (განსაკუთრებით, ტექნიკური) ლიტერატურის გამართული ქართულით თარგმნა,

• საბანკო საქმიანობასა და სხვა საჯარო დაწესებულებებში ფილოლოგის შტატის დაშვება დოკუმენტებისა და საქმის წარმოების ენის კონტროლის მიზნით,

 ჟურნალისტებისთვის ქართული ენისა და გამართული მეტყველების ტრენინგების დაწესება,

• ბანერებისა და წარწერების ენობრივი კონტროლი.

118763676 670158596934020 3517661126928751573 n

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან ? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

იყო გარკვეული სახის ტექნიკური პრობლემები, თუმცა ამ პერიოდმა ახლებურად დამანახა ზოგიერთი მოსწავლე, განსაკუთრებით დამეხმარა ე.წ. ინტრავერტი მოსწავლეეების შეფასების კუთხით. თუმცა მეც და უპირობოდ ყოველი ჩემი მოსწავლეც (ეს დავადგინე გამოკითხვის შედეგად) ვაღიარებთ რეალური საკლასო ოთახის უპირატესობას.

რა არის თქვენთვის "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“? პროფკავშირის რომელ აქტივობებში მიგიღიათ მონაწილეობა?

მონაწილეობა მიმიღია დამსახურებულ მასწავლებლებთან შეხვედრის ღონისძიებებში (ამ მხრივ განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩემი სათაყვანებელი მოძღვრის - გრივერ ფარულავას - 80 წლის იუბილეს), მიმიღია საინტერესი ახალი გამოცემები, დავუკავშირდი დანიის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს და იმედი მაქვს, გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა, პანდემიის გამო გადადებული აქტივობები.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებითა და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა საუკეთესო გზაა პროფესიული წინსვლისთვის.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

საქართველოს განათლების სისტემა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო მთელ ევროპაში.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა