32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2020-2021 სასწავლო წელი ბევრი სიახლით იწყება, მათ შორის კი ერთ-ერთი ისაა - სკოლებმა პრაქტიკოსი მასწავლებლეის სამუშაო ადგილებზე ვაკანსიები გამოაცხადეს. საზოგადოების ნაწილი ასეთ ხისტ მიდგომას არ ამართლებს, რადგან ამბობენ - ბევრი პროფესიონალი პედაგოგი უსამსახუროდ რჩებაო. როგორც etaloni.ge-მ ადრევე გაარკვია, სკოლებიდან მხოლოდ იმ პრაქტიკოს პედაგოგებს გაათავისუფლებენ, ვისაც სავალდებულო აქტივობები გავლილი არ აქვს, დანარჩენებს კი შემოდგომის გამოცდაზე რეგისტრაციის შანსი აუცილებლად მიეცემათ.

რატომ გახდა მასწავლბლის პროფესიული გავითრების ახალი სქემა პედაგოგთა უკმაყოფილების მიზეზი, განისაზღვრება თუ არა რაიმე შეღავათები - ამ საკითხებზე Etaloni.ge-ს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი მაია კობახიძე ესაუბრება.

- მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემის შესახებ გკითხავთ, რომელმაც პედაგოგებში უკმაყოფილება გამოიწვია.

- ზოგადად, ბუნებაში არ არსებობს სრულყოფილი დოკუმენტი, რადგან პრაქტიკაში მისი განხორციელებისას მაინც იჩენს ხოლმე თავს სხვადასხვა პრობლემა. ამ ეტაპზე, სანამ პრაქტიკულად დაინერგება ეს სქემა, ბუნებრივია, იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა - პანდემიიდან გამომდინარე, პირდაპირი კომუნიკაცია მასწავლებელთან არ ყოფილა და ბევრი დეზინფორმაციაც გავრცელდა ახალ სქემასთან დაკავშირებით.

ჩვენი ორგანიზაცია მასწავლებლის პროფესიული განვითრების ახალი სქემის შემუშავების პროცესში სრულად იყო ჩართული, წარვადგინეთ ჩვენი წინადადებები, რომლებიც იქნა გათვალისწინებული; სქემა დეტალურად გვაქვს შესწავლილი და თამამად ვიტყვი - ის პირდაპირ ითვალისწინებს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას; ხოლო პროფესიული განვითარების მიმართულებით რა ტრენინგების ვალდებულებაც დაეკისრათ მასწავლებლებს, მათი ჩატარება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. 

ამ ეტაპზე, პრობლემას სქემაში კი არა, კომუნიკაციის ნაკლებობაში ვხედავთ და როგორც კი განახლდება სასწავლო პროცესი, ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს რეგიონულ და რაიონულ შეხვედრებს, პრეზენტაციებს ახალი სქემის მოთხოვნებთან დაკავშირებით და შემდეგ, მასწავლებლების აზრის გათვალისწინებით, წარვადგენთ ახალ ახალ წინადადებებს სამინისტროში; სამინისტრო ყველა ახალი დოკუმენტის ამოქმედებისას ითვალისწინებს ჩვენ ინიციატივებს და იმედია, ახლაც ასე მოხდება.

უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ისაარომ პრაქტიკოს მასწავლებლებსვინც შემოდგომის გამოცდისთვის ვერ დარეგისტრირდასკოლების დატოვება მოუწევთ.

- ყველამ ვიცოდით - დადგებოდა პერიოდი, როდესაც მილევადი გახდებოდა ეს სტატუსი. 2015 წელს, როდესაც შემუშავდა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემა, მაშინ სახელმწიფო კომისიის წევრი ვიყავი; კომისიამ განიხილა, დაამუშავა, დახვეწა ეს პროექტი და მაშინვე შევთანხმდით: მასწავლებლებს დაედასტურებინათ კომპეტენციები და სკოლაში დარჩენილიყო მხოლოდ სამი სტატუსი. ინფორმაცია გავავრცელეთ პედაგოგებში და მაშინ მასწავლებელთა მხრიდან იყო სრული თანხმობა. შემდეგ რამდენიმე ეტაპად, კვლავ მოხდა სქემაში ცვლილებები, რამაც მასწავლებლებში მეტი სტაბილურობა შექმნა, რადგან აღარ ჰქონდათ დაწესებული კრიტიკული ვადები, რა ვადებშიც უნდა დაედასტურებინათ საგნობრივი და უნარების კომპეტენციები;  შესაბამისად, მასწავლებლები მშვიდად წარმართავდნენ საკუთარ საქმიანობას,

მანამსანამ უკიდურესი ზომები არ მიიღეს - უკვე ცნობილიარომ სკოლებმა პრაქტიკოსი პედაგოგების სამუშაო ადგილებზე ვაკანსიები გამოაცხადეს.

- 2010 წლიდან მასწავლებლებს საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება დაეკისრათ, მაგრამ შემდეგ კანონში რამდენჯერმე შევიდა ცვლილებები, განისაზღვრა შეღავათები, თუმცა დამატებითი შეღავათების მოთხოვნა ახლა უკვე შეუძლებელია. სამწუხაროა, მაგრამ მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ ერთ დღეს დადგებოდა მათი სკოლაში ყოფნა-არყოფნის საკითხი, თუ ისინი გამოცდებს ვერ ჩააბარებენ.

2020 წლის პირველ იანვარს სრულდებოდა სავალდებულო აქტივობების განხორციელების ვადები, თუმცა ვადა გახანგრძლივდა და  ეს შეღავათი განისაზღვრა არა მხოლოდ პრაქტიკოსი, არამედ უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვისაც; შემუშავდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინათ პედაგოგებს, ვინც 2020 წლის პირველი იანვრის შემდეგ კვლავ ძველი სქემის მიხედვით  განაგრძობდა კარიერული წინსვლისთვის მუშაობას.

ასევე უნდა შეწყვეტილიყო 1,4,7 კრედიტის მიღების შესაძლებლობა გამოცდაზე,  მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის აქტიური მუშაობისა და მოთხოვნის საფუძველზე, 1,4,7 კრედიტქულაც შეუნარჩუნდათ შემოდგომის გამოცდებზე; რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, ვისაც სავალდებულო აქტივობები გავლილი აქვს, მიეცემათ გამოცდაზე რეგისტრაციის შანსი. ეს საკითხი შეთანხმებულია, გადაწყვეტილია და ესაა განათლების სამინისტროს კიდევ ერთი მხარდაჭერა - პრაქტიკოსი მასწავლებლები, გამოცდისთვის რეგისტრაციას გაივლიან თუ სავალდებულო აქტივობები გავლილი აქვთ, მაგრამ უფრო მწვავედ დგას საკითხი იმ პედაგოგებისთვის, ვისაც არ აქვს შიდასაგაკავეთილო დაკვირვება - მათ გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა აღარ მიეცემათ და მხოლოდ მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ჩაბარების შემდეგ ექნებათ სკოლაში დაბრუნების შანსი, ოღონდ ამჯერად არა 1,4,7, ნაწილობრივი კრედიტქულის მიღების უფლებით, არამედ მათ უნდა გადალახონ დაწესებული ბარიერი. ეს მასწავლებლები უკვე არიან მაძიებლები და მათ სკოლაში შემობრუნების უფლება მიეცემათ მხოლოდ და მხოლოდ მაძიებლების გამოცდების ჩაბარების შემდეგ.

მაძიებლების გამოცდები ხომ უკვე იყოქალბატონო მაია?

- დიახ და სკოლებმა უკვე მიიღეს გაფრთხილება ისეთ პედაგოგებზე, რომლებსაც არ აქვთ  სავალდებულო აქტივობები განხორციელებული - შიდასაგაკვეთილო დაკვირვებებს ვგულისხმობ; მათთან უნდა შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ისინი უკვე პროფესიაში შემოსვლის სხვა რეგულაციებით ისარგებლებენ, რათა კვლავ დასაქმდნენ სკოლაში.

ამავე წესებს უნდა დაემორჩილონ კერძო სკოლებიცრაც საზოგადოების ნაწილს კერძო სექტორში სახელმწიფოს უხეშ ჩარევად მიაჩნია.

- ზოგადად, ვერ ვიტყოდი, რომ სკოლა შეიძლება იყოს კერძო სექტორი - ესაა საზოგადოებრივი სარგებელი და ეხება მოსწავლის განათლება-აღზრდას. სახელმწიფო გადაწყვეტილებით, კერძო სკოლასაც ეძლევა მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსება და რადგან კერძო სკოლა სახელმწიფოსგან იღებს ამ ვაუჩერულ დაფინანსებას, ბუნებრივია, უნდა დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები თუ სხვადასხვა ვალდებულება, რომელსაც უწესებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

აქედან გამომდინარე, ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის კერძო სექტორის საქმიანობაში ჩარევა; საკითხი ეხება ბავშვის განათლებას, შესაბამისად, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა.

სტატია გამოქვეყნებულია ინტერნეტპორტალ www.etaloni.ge-ზე  2020 წლის 14 სექტემბერს

იხ.ლინკი: https://www.etaloni.ge/geo/main/index/42797?fbclid=IwAR0TNHSaZTlM2hnZwtqMJcT-3JM-Z6WtlAm4z8GAq99tNFPpipcpaUVogRk