32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

23მოლაპარაკებები კოლექტიური ხელშეკრულების დასადებად, შრომითი და სოციალური დავების მოგვარება, შრომის კონფლიქტის მედიაცია და მორიგების პროცედურები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორი წარმომადგენელი: ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი სებისკვერაძე და გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნათია გაბროშვილი სამდღიანი სემინარის დროს გაეცნო. ტრენინგი ამერიკის შრომის დეპარტამენტისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა: თამაზ დოლაბერიძემ, ილია ლეჟავამ და ინგა გვასალიამ ჩაატარეს. სემინარის გახსნით ნაწილს სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში, სტანისლავ ჩინიუხი და სოლიდარობის ცენტრის პროექტის დირექტორი, გოჩა ალექსანდრია უძღვებოდნენ. ტრენინგი 22–24 აგვისტოს ქობულეთში, სასტუმრო ,,სოლიდარობაში“ ჩატარდა და ის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული.