32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
16807317 1839493392933907 2633502409427065295 nიმდინარე წლის 21 თებერვალს, ხაშურის რაიონის ცენტრალურ პარკში შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა. ატრაქციონების დამონტაჟება ქალთა ასოციაციისხაშურის ფილიალის ინიციატივით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის, ორბელიანის ფონდის მხარდაჭერით და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანადგომით განხორციელდა.
ორბელიანის ფონდის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს და მის ბიუროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ()იპსავანესდა შპსფოლადსპროექტის განხორციელებაში გაწეული თანადგომისთვის.
აღსანიშნავი, რომ შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონები დღემდე არამხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში, არამედ შიდა ქართლის რეგიონშიც არ არსებობდა და ეს რეგიონული მასშტაბით პირველი პრეცენდენტია. ხაშურის ცენტრში სამი ადაპტირებული საქანელა დამონტაჟდა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე, მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
ატრაქციონების გახსნის შემდეგ კი შშმ ბავშვები გასართობ ცენტრში მიიწვიეს და მათ წინაშე ჯამბაზები წარსდგნენ სპეციალური ორსაათიანი პროგრამით.