32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

xxxxx,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ კიდევ ერთი ახალი სატრენინგო თემა შესთავაზა დაინტერესებულ პირებს. 2; 5 და 7 აპრილს გორში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ჩატარდა ტრენინგები საგანმანათლებლო დაწესებულებების ბუღალტრებისთვის. ტრენინგები, რომლებსაც საერთო ჯამში 83 მსმენელი დაესწრო, სპმთპ-ის გორის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციების ფინანსური უზრუნველყოფითა და ორგანიზებით ჩატარდა.

ტრენერმა, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსურ დარგში ნათია კორძაძემ მსმენელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა საბუღალტრო საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ საქმის მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმართვასა და პროფესიულ განვითარებაში.