32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

maiiiiiiiiiiiiikobaსაერთაშორისო ,,სოლიდარობის ცენტრი” სპმთპ-ის დარგობრივი შეთანხმების ფაქტს ეხმაურება: -"უპრეცედენტო ნაბიჯი, გასულ თვეს მასწავლებელთა წარმომადგენლობითმა პროფკავშირმა საქართველოში განათლების სამინისტროსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რაც ახალი ხელისუფლების მხრიდან მასწავლებლებთან პარტნიორობის მზადყოფნის ნიშანია, თუმცა სხვა დარგებში - რკინიგზასა და ფოსტის სექტორში პროფკავშირები კვლავ დარტყმის ქვეშ არიან. საქართველოში პროფკავშირული ორგანიზაციები თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე ათწლეულზე მეტი ხანია რაც იბრძვიან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც".

სპმთპ-ის პრეზიდენტის განცხადებით: ,,განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილება ხელი მოაწეროს დარგობრივ შეთანხმებას, ნათელი დადასტურებაა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და განათლების სისტემაში დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრების”.

სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან (სპმთპ). აღნიშული შეთანხმება კი ითვალისწინებს თანამშრომლობის პაკეტს მასწავლებელთა საჭიროებების გათვალისწინებით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესში, პროფკავშირის კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებას მასწავლებელთა ანაზღაურების, სამუშაო პირობებისა და დანამატების განსაზღვრისთვის, მათ შორის საგანამანათლებლო სისტემაში წარსადგენი ახალი ინიციატივების მიმართულებით.

საყურადღებოა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში ათწლეულებზე მეტ ხანს ანტი-პროფკავშირული კამპანია მიმდინარებოდა, რომლის შედეგადაც ქვეყნის პროფკავშირულმა მოძრაობამ მასწავლებელთა ორგანიზაციის სახით, 100 000-ზე მეტი წევრი დაკარგა და ორგანიზაცია კატასტროფის წინაშე დააყენა.

პმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძესა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი თბილისში, 2017 წლის 16 მარტს გაიმართა, რომელიც ფართოდ გაშუქდა მედია საშუალებებით. ღონისძიებას 300 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, მასწავლებლები, სამინისტროს მაღალი ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის, აშშ-ის საელჩოს, შრომის საერთაშორისო ორაგანიზაციის (ILO), გლობალური მასწავლებელთა ფედერაციის ,,განათლების ინტერნაციონალისა”(EI) და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

ალექსანდრე ჯეჯელავამ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა სპმთპ-ს, რომელთან მუშაობითაც მას, როგორც მინისტრს მიეცა საშუალება შეექმნა პედაგოგებისთვის უკეთესი პირობები და ხელი შეეწყო მათი უფლებების დაცვისათვის, რათა ისინი უკეთ ემსახურონ საქართველოს მომავალს.

20 წელზე მეტია, ,,სოლიდარობის ცენტრი” მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს მათ საჭირო პროგრამებით, რომლის მიზანია დასაქმებულთა ინტერესების მიმართულებით საკანონმდებლო კვლევითი საქმიანობა და სწავლებები, პროფკავშირების უფლებების დასაცავად აწყობს ღონისძიებებს, რათა პროფკავშირის ინტეგრაცია და კოორდინირება უფრო ეფექტურად წარმოადგინონ, მოიზიდონ და დაამაგრონ წევრები, ასწავლონ დასაქმებულებს დემოკრატიული პროფკავშირების პრინციპები".

აშშ-ის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრი

https://www.solidaritycenter.org/georgia-teachers-sign-historic-pact/https://www.solidaritycenter.org/georgia-teachers-sign-historic-pact/