32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
1maisiეფექტიანი შრომის ინსპექცია, რვასაათიანი სამუშაო დღე და უსაფრთხოების ნორმების დაცვა - ეს დღეს საქართველოს პროფკავშირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მათ მშრომელთა უფლებების დაცვის დღე მშვიდობიანი მსვლელობით აღნიშნეს.
პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პედაგოგთა და მენციერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა. მაია კობახიძის განცხადებით: „შრომის საერთაშორისო დღის დაარსების ძირითად მიზანს წარმოადგენდა დასაქმებულთა გაერთიანება, მათი შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, რისი შესრულების მექანიზმად აღიარებულია სოლიდარობა და მშრომელთა გაერთიანება მსოფლიოს მასშტაბით.
საზეიმო განწყობასთან ერთად ბუნებრია გვიჩნდება კითხვა ,,რამდენად შეგვიძლია ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლებს ერთიანი ძალისხმევით შევცვალოთ დასაქმებულთა არსებული მდგომარეობა?" მიუხედავად პროფკავშირის ლიდერთა თავდაუზოგავი შრომისა, ამ მიმართულებით მდგომარეობა ნელი ტემპით იცვლება. დაფიქსირებულია უამრავი ფაქტი დამსაქმებელთა მხრიდან დასაქმებულების უფლებების შელახვისა. ჩვენი ორგანიზაცია დღენიადაგ ზრუნავს პედაგოგთა პირობების გაუმჯობესებისათვის, გვაქვს წარმატებებიც, მაგრამ სასურველ შედეგამდე ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და თუ იქნება პედაგოგთა მხარდაჭერა, მაშინ პრობლემები უფრო ადრე გადაწყდება. სოლიდარობის დაბალი ხარისხი ჩვენი ქვეყნის საერთო პრობლემაა.
ყველამ ერთად უნდა შევძლოთ დამოკიდებულების შეცვლა სხვისი მძიმე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ყველა დასაქმებულს გისურვებთ, შემდეგი შრომის საერთაშორისო დღე არ ყოფილიყოს პრობლემებით სავსე და გვქონდეს საზეიმო განწყობა“.