32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

19702814 10155005161408073 6500515169876563965 oსაქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას ამერიკის ელჩი ეწვია. იან კელი საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და გაერთიანების წევრი დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა. 
შეხვედრაზე სოციალური დიალოგის, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და აშშ-სგან აღებული ვალდებულებების შესრულეასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის განვითარებაში, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრებეს. 
პროფკავშირების წარმომადგენლებმა, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობის დელეგაციას, მიაწოდეს ინფორმაცია პროფკავშირების წინაშე არსებული გამოწვევების, გაერთიანების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის, შრომითი უფლებების, შრომის უსაფრთხოების, კოლექტიური დავების, საპროტესტო გამოსვლების მიზეზების და მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების, (მათ შორის საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვარიანტის და სახელფასო მონიმუმის განსაზღვრის ინიციატივის) აგრეთვე მომზადებული კვლევების შესახებ. წარმოადგინეს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა,

19702722 10155005158348073 6057426581161117146 oსაუბარი შეეხო ქსელურ მარკეტებში დასაქმებულთა უფლებების დარღვევის და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს. განხილვის თემა იყო რამდენიმე საწარმოში, მათ შორის სახელმწიფოს კუთვნილ მსხვილ კომპანიებში, მათ შორის 'საქართველოს ფოსტა'ში და სს'რკინიგზაში' პროფკავშირების დევნის და შევიწროვების ფაქტები. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. იან კელიმ პროფკავშირებს თანადგომა გამოუცხადა.