32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com


20270177 1887792671246017 1297583306 nწელს ტრადიციული კონკურსი ,,ვკითხულობთ რუსთაველს” 13 და14 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.

კონკურსის დებულების პირობები მოსწავლეებისთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში არ შეცვლილა:

მოსწავლეთა კონკურსის პირობები:

  • მხატვრული კითხვის ოსტატობა,
  • ინსცენირება და სამსახიობო უნარ- ჩვევები,
  • მინი-კოლაჟი ეპიზოდის გაცოცხლება,
  • მხატვრული სიტყვის ხელოვნების ენაზე ამეტყველება ( ხატვა, ძერწვა , ქარგვა , ხეზე კვეთა , ჭედური ნამუშევრები ...).
2017 წელს კონკურსის პირობებში სიახლეა - მოსწავლეებთან და აღსაზრდელებთან ერთად, კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგ-ლექტორებსაც შეუძლიათ.

მათთვის, კონკურსის თემატიკა თავისუფალია :
  • საკონფერენციო და საგაკვეთილო ინოვაციურ -მეთოდური ნამუშევრები,
  • მოდულები და ნაწარმოების თემატიკაზე საგაკვეთილო რესურსების მოძიება ,
  • მათეული ხედვა-გაზიარება „ვეფხისტყაოსნის“ სოციალურ-კულტურული ფენომენის შესახებ მასწავლებელ-ლექტორთა თვალსაზრისი, ტოპონიმებისა და მწერლის ენის გაცნობა.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, არა უგვიანეს 2017 წლის 6 და 7 სექტემბერს უნდა წარმოადგინონ განაცხადი

შემდეგი ინფორმაციით :
სკოლის დასახელება, იურიდიული მისამართი, პროეტში ჩართულ მოსწავლეთა/მასწავლებელთა სია. კონკურსის მონაწილეებს რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გარკვეული ინსტრუქცია მიეცემათ.

კონკურსის დასკვნითი ტური კი 2017 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.

კონკურსის მონაწილეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ შემდგე მისამართზე:

თბილისი , ბაქოს ქუჩა #1.საკონტაქტო პირი -

პროექტის ხელმძღვანელი თამარ ბარისაშვილი

ტელეფონი : 577 24 -77-67, 2-95-14-46.