32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 22-24 დეკემბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი მეგი საკანდელიძე, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი გვანცა გაგელიძე და თბილისის მე-4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ აბეწვაშვილი, „სოლიდარობის ცენტრის“ ინიციატივით, ყვარელში, ჩატარებულ 2 დღიან ტრენინგში მონაწილეობდნენ. ტრენინგის თემა იყო „შრომის სტანდარტები საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა საქართველოში არსებული შრომის კანონმდებლობა, ასვე საერთაშორისო კანონმდებლობა და სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები. ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სოცილაური დიალოგის მნიშვნელობაზე, როგორც სახელმწიფოსა და კერძო პირებს შორის, ასევე, დამსაქემებელსა და დასაქმებულს შორის, გენდერულ თანასწორობაზე, მომსახურების სფეროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და შრომით ურთიერთობებში არსებულ დისკრიმინაციულ მიდგომებზე.

ტრენინგი მრავალფეროვანი და დატვირთული იყო პრაქტიკული და თეორიული საკითხებით. მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს საქართველოში არსებული პრობლემები შრომის სამართლის კუთხით, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე სასამართლო პრაქტიკაში და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. აღსანიშნავია რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული კავშირების როლზე საქართველოში და მათი გაძლირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, სახელმწიფო და თავად პროფესიული კავშირების დონეზე.

ტრენინგს, რომელშიც არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლები - პაატა ბელთაძე და თამუნა გაბისონია უძღვებოდნენ. ტრენინგის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცათ.