32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

o EDUCATION facebook 0 originalძვირფასო კოლეგებო!

ვუერთდებით თქვენს სიხარულსა და განწყობას ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს დღე პედაგოგთათვისთვის განსაკუთრებულია და რამდენჯერაც არ უნდა შედიოდეს მასწავლებელი საკლასო ოთახში, მისი დამოკიდებულება და განცდა, ახალი სასწავლი წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ყოველთვის ამაღლებულია. ალბათ, ამაშია პედაგოგის პროფესიის ხიბლი, რომლის ამოსავალ წერტილს და ძირითად საფუძველს შეადგენს მომავალი თაობის სიყვარული. ვიცით და განგვიცდია ის ემოცია, რასაც პედაგოგი განიცდის გაკვეთილის დაწყების პროცესში. პროფესიული მოვალეობის მაღალი შეგნება პადაგოგს ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს და სიდუხჭირეს. სამწუხაროდ, ეს სასწავლო წელიც არ დაწყებულა პრობლემებისა და სხვა მრავალი საკითხის გადაწყვეტის გარეშე. რაც არ უნდა ვისაუბროთ მომატებულ 50-ლარიან ანაზღაურებასა და ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის" ახალი სქემით გათვალისწინებულ სახელფასო დანამატებზე, რეალურად პედაგოგის სოციალური და ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად არ გაუმჯობესებულა. პედაგოგთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის პროცესი დროში გაიწელა და საგრძნობლად ჩამორჩება დღევანდელი ცხოვრების მოთხოვნებს. გვაიმედებს მხოლოდ ერთი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა და თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოდ ჩვენი შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. სპმთპ–ის განსაზღვრული აქვს პრიორიტეტული მიმართულებები პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც გამომდინარეობს თქვენთან შეხვედრების დროს გამოთქმული კრიტიკული შენიშვნებიდან და ქვეყანაში შექმნილი რეალური ეკონომიკური მდგომარეობიდან. რიგი საკითხები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით გადაწყვეტილია. შესაცვლელი ძალიან ბევრია და იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენი აქტივობით, თანადგომითა და მხარდაჭერით გვექნება გარკვეული წარმატებები. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას პედაგოგებს, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალსა და მანდატურებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ერთობლივი შრომით და ძალისხმევით ამ სასწავლო წელსაც იქნება წინსვლა ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეში. პატივისცემით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნეირთა თავისუფალი პროფკავშირი.