32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
2018 წლის 2 ივნისს ბათუმის საქალაქო ორგანიზაციაში
მე–7 კონფერენცია ჩატარდა.

მომხსენებელმა სპმთპ–ის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გულნარა ბზიკაძემ კონფერენციის დელეგატებს ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ხოლო შემდეგ ბავშვთა დაცვის დღე – 1 ივნისი.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მას ეამაყება რომ იმ ის ქვეყნის შვილია სადაც 100 წლის წინ ასეთი დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს, ხოლო შემდეგ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2013 წლის 23 ივნისიდან 2018 წლის 2 ივნისამდე გაწეული მუშაობის ანგარიში.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მას კარგად აქვს გააზრებული, ჩვენი ორგანიზაციის ვალდებულება საგანმანათლებო სისტემაში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკურ, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვა და შემდგომში მისი გაუმჯობესება. ამ მიზნით ორგანიზაციამ ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა. სკოლას დაუბრუნა ორი პედაგოგი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღადგინა საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურება. დაეხმარა პედაგოგებს დანამატის მიღებაში სპმთპ–ის იურისტის უჩა ბაკურაძის დახმარებით. საბავშვო ბაღებში გაიზარდა ხელფასები პროფკავშირების ჩართულობით და მოლაპარაკებებით.

მომხსენებელმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭერბა დაეხმაროს პედაგოგებს, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში. მათ ჩააბარონ საგნობრივი გამოცდა, ასევე უნარები და მიიღონ საჭირო კრედიტ ქულები.

საანგარიშო პერიოდში სპმთპ–ის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციამ საჯარო სკოლებში გადაამზადა 873 პედაგოგი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 232 აღმზრდელი.

მომხსენებელს არც კულტურული ღონისძიებები გამორჩენია. განსაკუთრებულად ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნა. არ შეიძლება არ მოეფერო ქალებს–დედებს ისინი ხომ ჩვენი ორგანიზაციის მრავალრიცხოვანი ძალაა და ასევე ძალიან აქტიურებიც.

სპმთპ–ის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც კიდევ არის საგანმანათლებლო სისტემაში, დაბალი ხელფასები, პენსიები, ახალგაზრდა კადრების ნაკლებობა, შეზღუდულია ჯანმრთელობის სამედიცინო პაკეტები და მრავალი სხვა.

წევრებს გააცნო განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გამოსვლა, სადაც მინისტრმა განაცხადა საჯარო სკოლაში დასაქმებულ ყველა ადამიანს, პედაგოგს, ადმინისტრაციას, ტექნიკურ–პერსონალს ხელფასი უნდა გაეზარდოს და იმედი გამოთქვა, რომ განათლების სისტემაში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება და დასაქმებულთა პირობები გაუმჯობესდება.

კამათში გამომსვლელმა დელეგატებმა ბევრი პრობლემები წამოსწიეს რაც, კვლავ გადაუჭრელი რჩება საჯარო სკოლებში და სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებებში.

კონფერენციის დასასრულს სპმთპ–ის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გულნარა ბზიკაძემ მადლობა გადაუხადა ყველა პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეებს. აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარეს სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრე ბერიძეს, სპმთპ–ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს და ბოლოს საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრები გადასცა აქტიურ პროფლიდერებს პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.