32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
,,პიროვნული თავისუფლების დამკვიდრება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, დასაქმებულთა აქტიურობა და გადაწვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობა პროფკავშირის მთავარი მისიაა!”-აღნიშნა სპმთპ-ის ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხათუნა მეშველიანმა. ქალბატონი ხათუნა, სპმთპ-ის ლენტეხის სტრუქტურული ქვედანაყოფის აღდგენა-რეაბილიტაციას 2014 წლიდან ჩაუდგა სათავეში.

მიმდინარე წლის 29 მაისს, ხათუნა მეშველიანმა, ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებს, ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ლენტეხის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პირველადი ორგანიზაციების მიერ არჩეულ დელეგატებსა და ადგილობრივ მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კოlent 5
ნფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა მარი ალუღიშვილმა და ნათია კორძაძემ, სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის კანცელარიის უფროსმა ქეთევან ვადაჭკორიამ. სპმთპ-ის ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციას ესწრებოდნენ ლენტეხის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მასწავლებელი დონარა მუსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ლამზირა გუგავა და ლენტეხის N:1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი.

სპმთპ-ის ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განსაკუთრებით მადლიერებით აღნიშნა, რომ კონფერენციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, სპმთპ-ის პრეზიდენტთან ერთად, იმსჯელონ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის მიმართულებებზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მასწავლებლების საჭიროებებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე.

ხათუნა მეშველიანმა მადლობა გადაუხადა ლენტეხის საჯარო სკოლების დირექტორებს, რაიონული ორგანიზაციის აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერისა და მიმდინარე თანამშრომლობისათვის. მომხსენებლმა ისაუბრა წევრთა მოზიდვა-დამაგრებისათვის, ნებაყოფლობითობის პრინციპის მკაცრი დაცვით განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე და აღნიშნა, რომ ლენტეხის რაიონული ორგანიზაცია საგანამანთლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა 59 %-ს აერთიანებს. ხათუნა მეშველიანმა სამომავლო საქმიანობის მთავარ მიმართულებად წევრთა რაოდენობის გაზრდა და რაიონული ორგანიზაციის გაძლიერება დაასახელა. მან აღნიშნა, რომ სკოლამდელ დაწესებულებში ჩატარებულმა მუშაობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, ლენტეხის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა ნდობა გამოუცხადეს პროფკავშირს და 2017 წლის დეკემბერში, ლენტეხის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა. სპმთპ-ის ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ეფექტური პარტნიორობისათვის. ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან და სკოლამდელ დაწესებულებებში დაწყებული რეფორმიდან გამომდინარე გამოწვევების დასაძლევად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და პროფკავშირმა დავგეგმეთ ერთობლივი ღონისძიებები ”- განმარტა ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

მომხენებელმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში, საჯარო სკოლის პედაგოგთა უკანონო გათავისუფლების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ტრადიციულად აღნიშნავდნენ ქალთა, დედისა და სხვა დღესასწაულებს, თანადაფინანსებით უზრუნველყოფდა პირველადი ორგანიზაციების ექსკურსიებს.

კონფერენციის მონაწილეებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, სპმთპ-ის 2014-2018 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ, სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის პრეზენტაციამ.

მსჯელობა გაიმართა სკოლებში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობაზე, მასწავლებლის ხელშეწყობასა და დაფასებაზე. დელეგატებმა დააყენეს წინადადება პედაგოგებისათვის განსხვავებული პენსიით დაკმაყოფილების აუცილებლობაზე.

დელეგატებმა აღნიშნეს, რომ პროფკავშირის საქმიანობის თაობაზე, მრავალ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდიან თავიანთ კოლეგებს და სპმთპ-ის ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატის ხათუნა მეშველიანის არჩევას, შემდგომი ოთხწლიანი ვადით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. ღია კენჭისყრით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ლენტეხის რაიონული საბჭოს შემადგენლობაში შევიდა ყველა პრიველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე.

კონფერენციის დასასრულს, მასწავლებლებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ლენტეხში ჩამოყალიბებული იყო მომღერალ მასწავლებელთა გუნდი, რომელმაც უსახსრობის გამო შეწყვიტა მოღვაწეობა.

სპმთპ-ის ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დასრულების შემდეგ, არაფორმალურ გარემოში, სასიამოვნო, ფოლკლორული მოტივებით გაჯერებული საღამო გაიმართა, სადაც ლენტეხელმა მასწავლებლებმა ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულეს.