საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

   „ერთად უკეთესი მომავლისათვის“- ინგა ზედგინიძე, სპმთპ-ის ასპინძის რაიონულ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას 2018 წლის 6 ოქტომბრიდან გაუძღვა. მან სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს ერთიანობისა და ორგანიზაციის ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. რიგგარეშე საანგარიშო- საარჩევნო კონფერენციაზე ინგა ზედგინიძემ სპმთპ-ის სანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დელეგატებს მისი საარჩევნო პროგრამა წარუდგინა, კონფერენციამდე სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის დახმარებით ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირდაპირი შეხვედრები გამართა. მან სპმთპ-ის ხელმძღვანელებსა და რაიონული-საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ქვეყნის მასშტაბით მადლიერება გამოხატა თანადგომისთვის. ინგა ზიედგინიძე სპმთპ-ის დიდი ოჯახის საქმიანობაში მცირე პერიოდის წინ ჩაერთო, მისი ორგანიზებით ასპინძის საჯარო სკოლების პედაგოგები პროფესიული უნარების საგამოცდო ტრენინგ კურსსა და გაკვეთილის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების ტრენინგ-სემინარზე მოიწვია. რაიონულ დონეზე დასაქმებულთა საჭიროებების იდენტიფიცირებამ გადააწყვეტინა ეკისრა პასუხისმგებლობა ეხელმძღვანელა სპმთპ-ის ასპინძის რაიონულ ორგანიზაციისთვის. კონფერენციაზე სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე ესწრებოდა სპმთპ-ის 2014-2018 წლების ანგარიშის წარდგენის მიზნით. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პირველადი ორგანიზაციების ლიდერებს აქტიურობისაკენ, კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა კონფერენცია, სადაც ერთხმად ნდობა გამოუცადეს ინგა ზედგინიძის კანდიდატურის არჩევას სპმთპ-ის ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. სპმთპ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ახალბედა ლიდერს, ინგა ზედგინიძეს პროფკავშირულ საქმიანობაში.