საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

   ბატონი ალექსანდრე ბერიძე, სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ყველა ჩვენგანისთვის არის პრინციპების ერთგული, სამაგალითო კოლეგა, საუკეთესო მეგობარი, მეოჯახე ... 2018 წლის 29 სექტემბერს სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე სპმთპ-ის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველადი ორგანიზაციის, ქედას, შუახევის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს რაიონული ორგანიზაციების არჩეულმა დელეგატებმა სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის უპირობო თავმჯდომარეს, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრე ბერიძეს ერთხმად გამოუცხადეს ნდობა.