32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
TUESWK (ყირგიზეთის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირი), ETUCE-ის წევრი ორგანიზაცია ყირგიზეთიდან იუწყება მის პოზიციას ,,პროფკავშირების შესახებ” შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტი 2019 წლის 12 აპრილს ყირგიზეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
შემოთავაზებული ცვლილება სრულად არღვევს დარგობრივი პროფკავშირის, როგორც ავტონომიური და დამოუკიდებელი ორგანიზციის უფლებებსა და თავისუფლებას. TUESWK იუწყება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ დარგობრივი და რეგიონალური პროფკავშირები მოკლებულნი იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ კანონპროფექტის შემუშავების პროცესებში.
,,შემოთავაზებული კანონპროექტი განსაზღვრავს, რესუბლიკურ დონეზე მხოლოდ ყირგიზეთის რესპუბლიკური პროფკავშირების ფედერაციის, როგორც დასაქმებულთა გაერთიანებების ერთადერთი ავტონომიური წარმომდგენლობის, ყირგიზეთის რესუბლიკის მთავრობასთან სოციალურ პარტნიორობას, რაც ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) N: 87, N: 98, N:144 კონვენციებს” - აცხადებს ასილბეკ ტოკტოგულოვი, TUESWK-უს პრეზიდენტი.
ამასთან ერთად კანონპროექტით დარღვეულია ყირგიზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და შრომის კოდექსის არაერთი მუხლი, რითაც გარანტირებულია დასაქმებულთა წარმომადგენლობითობის უფლება კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესში.
,,TUESWK აერთიანებს 220 ათას წევრს ყირგიზეთის კონსტიტუციის 79-ე თავის შესაბამისად, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს წარადგინოს ნებისმიერი ცვლილება კანონპროექტში ,,პროფკავშირების შესახებ”. ჩვენი მცდელობა უგულებელყოფილია, მოვითხოვთ შეჩერდეს კონსულტაციები და გათვალისწინებულ იქნას ჩვენი მოთხოვნა”- ამბობს ასილბეკ ტოკტოგულოვი.
ETUCE სრულ მხარდაჭერას უცხადეს ETUCE-ის წევრ ორგანიზაციას, ყირგიზეთის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირს (TUESWK) და აგრძელებს ყირგიზეთში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს.