2019 წლის 12 აპრილს ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმის კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ კონფერენციაში, მონაწილეობა სპმთპ-ის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ ძნელაძემ მიიღო. მან საზოგადოებას ვანის რაიონის მაგალითით, საქართველოს მთელი მასშტაბით სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა წარუდგინა.
