სპმთპ-ის ,,საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" პროექტის ,,საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“ მათემატიკის მასწავლებლების სამუშაო შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის 7 აპრილს, რიგით მე-3 სამუშაო შეხვედრა შედგა ლენტების მუნიციპალიტეტის მათემატის მასწავლებელთა მონაწილეობით სსიპ ლენტეხის N 1 საჯარო სკოლაში.
ლენტეხის მათემატიკის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრების ფასილიტატორი ფიქრია ლიპარტელიანი გახლდათ.
განსაკუთრებული მადლობა სპმთპ-ის ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ხათუნა მეშველიანს, "საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" დირექტროს მარიამ მკალავიშვილს და ექსპერტთა ჯგუფს.
აღნიშნული პროექტი ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" დაფინანსებით მიმდინარეობს.
