სპმთპ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით 2019 წლის 3 ივლისს 1 და 4 კლასის პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. სემინარს, საქართველოს ა(ა)აიპ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი თამარ მახარაძე ხელმძღვანელობდა. სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ლელა ქურიძემ მადლოა გადაუხადა ტრენერს და საქართველოს ა(ა)აიპ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს პედაგოგებისთვის საინტრესო ტრენინგების ორგანიზაებისათვის.
