მასწავლებელთა საერთაშორისო ევროპული გაერთიანების @ETUCE მრგვალი მაგიდის პირველი დღე შესანიშნავი და ნიჭიერი ბავშვების მიერ წარმოდგენილი ქართული ტრადიციული ცეკვითა და სიმღერით გაიხსნა.
25 ქვეყნის მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემის სოციალური პარტნიორები: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე მიესალმნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და სოციალური დიალოგის შედეგები გააცნეს .
