სპმთპ-ის დანიურ-ქართული თანადგომისა და პარტნიორობის პროექტის მონაწილეების ონლაინ შეხვედრა
დანიურ-ქართული პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი სკოლების პედაგოგებმა და სკოლის დირექტორებმა პედაგოგიური პრაქტიკის, სკოლაში დანერგილი საუკეთესო გამოცდილებების, მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების ურთიერთგაზიარება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანეს.დანიური პროექტის ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, სპმთპ-ისთან თანამშრომლობით”, ორი ჯგუფის ბენეფიციარები, ორ თემაზე ,,წერითი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება” და ,,განმავითარებელი შეფესებები და უკუკავშირის კულტურა” სამსჯელოდ პროექტის სემინარების კოორდინატორების, ეკატერინე ჭელიძისა Ekaterine Chelidze და მურად ემონოვის Murad Eminov ორგანიზებით, ინტერაქტიულად, ორი დღის განმავლობაში ონლაინ იმუშავეს.
გლობალური პანდემიის პირობებში, გამოწვევას ,,ჯამრთლელობის კრიზისი არ ქცეულიყო განათლების კრიზისად”, ტექნიოლოგიური პრობლემების მიუხედავად, შესაძლებლობების მაქსიმუმით უპასუხეს. მიუხედავად დატვირთვისა,პროექტის მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ სპმთპ-ის ინიციატივას, ონლაინ პლატფორმით, საკუთარი პრაქტიკის კონკრეტული მაგალითები, მეთოდოლოგიური მასალები წარმოედგინათ, ემსჯელათ წერით, განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებზე
სამუშაო შეხვედრის საპრეზენტაციო თემებს უძღვებოდნენ: სპმთპ-ის ტყიბულის რ/ო თავმჯდომარე, მენტორი მასწავლებელი ეკატერინე ჭელიძე; გარდაბნის რაიონის წამყვანი მასწავლებელი, აზერბაიჯანულენოვანი ტრენეტი, მურად ემინოვის კოორდინაციით, ქ. თბილისის N:84 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაციკაძემ Manana Batsikadze და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ს. კოდის სკოლის დირექტორი ლია ფადარაშვილი Lia Padarashvili, ხულოს მუნიციპალიტეტის ს. კვატიის სკოლის მასწავლებელი, გიული ბერიძემ ბერიძე გიული და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ოდიშის #1 საჯარო სკოლის პედაგოგი, სოფიო ციმინტია Sophio Tsimintia
დასაფასებელა, რომ პროექტის ფარგლებში,შემაჯამებელ სემინარებზე წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ, ბენეფიციარი მასწავლებლები/დირექტორები, სკოლის ადმინისტრაციებისა და კოლეგების მხარდაჭერით სკოლის საჭიროებების გათვალისწინებით აგრძელებენ მუშაობას. პროექტის მეორე ეტაპზე ჩართლია 40-ზე მეტი სკოლა, აგრეთვე არაპირდაპირი ბენეფიციარები.
გარდა ამისა, კოლეგების ინფორმირების მიზნით, გამოქვეყნებულია სტატიები Gulnazi ChelidzeCaro Xardziani, ვებინარებსა Jaba Labadze და სოციალურ მედიაში, წარმოადგინეს დანიური პრაქტიკა და მასალები რაიონულ და სკოლის დონეებზე..
სპმთპ მადლობას უხდის პროექტში მონაწილე ყველა სკოლის თითოეულ მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის, 21-ე საუკუნის მოთხოვნებზე დაფუძნებული სწავლების გარემოს შექმნაზე ზრუნვისთვის.