სპმთპ-ის ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად განაგრძობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, დისტანციური (ონლაინ) ტრენინგების ჩატარებას.
სპმთპ-ის სენაკის, ხობის და ფოთის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ცენტრალურ აპარატს, ტრენინგცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს და ტრენერს თამარ ჭელიძეს აქტიური და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.