სპმთპ-ის ცენტრალური აპარატი და ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად განაგრძობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით , დისტანციური

(ონლაინ) ტრენინგების ჩატარებას.
სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თაოსნობით ჩატარდა დისტანციური(ონლაინ) ტრენინგების სერია, რომელშიც ჩართული იყო: სპმთპ თბილისის -ისნის, ხაშურისა და ქარელის რაიონული ორგანიზაციები.
2020 წლის 28-29 ივნისს დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი ქართულში,რომელსაც უძღვებოდა ტრენერი თამარ ჭელიძე და მონაწილეობდა 19 პროფწევრი.

1-2 ივლისს ჩატარდა ტრენინგი ბუნებისმეტყველებაში, რომლის ტრენერიც გახლდათ თამარ ჩხიკვაძე და ჩართული იყო 11 პროფწევრი.

6-7 ივლისს დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი მათემატიკაში, რომლის ტრენერი იყო გოჩა ძაგანია და ჩართული იყო 13 პროფწევრი.

სპმთპ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრები მადლობას უხდიან სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს, ტრენინგცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს, სპმთპ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ზოია ჯანაშიას, ტრენერებს: თამარ ჭელიძეს, თამარ ჩხიკვაძესა და გოჩა ძაგანიას საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.
ერთად ყველა გამოწვევა დაძლევადია.

მადლობა ერთგულებისა და თანადგომისათვის. ჩვენ პროფწევრების წინსვლა გვაძლიერებს.