თამარ სანიკიძე რეგიონებში განახლებული სკოლების მონახულებას და ადგილზე არსებული საჭიროებების გაცნობას აგრძელებს. ამჯერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მარტვილში ჩავიდა და პედაგოგებს შეხვდა.მინისტრმა მოკლედ ისაუბრა ბოლო პერიოდის ძირითად სიახლეებზე და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. გამომდინარე იქედან, რომ პედაგოგები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში სრულ ინფორმაციას ფლობენ ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ჩართულნი არიან ახალ პროექტებში, ძირითადი აქცენტი მაინც ლოკალურად არსებულ პრობლემებზე, კონკრეტული სკოლების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და იმ საჭიროებებზე გაკეთდა, რომელთა მოგვარებაშიც მათ სამინისტროს თანადგომა ესაჭიროებათ. შეხვედრას სპმთპ-ს მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვივინა ძიძიგური ესწრებოდა. ქალბატონმა ვივინამ ყურადღება გაამახვილა პროფკავშირებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მადლობა გადაუხადა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმაში პროფკავშირების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით.
მასწავლებლებთან ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.