2020 წლის 12-13 სექტემბერს, თბილისის № 24 საჯარო სკოლაში, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ჩატარდა სემინარი პროფესიულ უნარებში.
სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის, ტრენიგცენტრისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ჩართულობით ჩატარებული ორდღიანი სემინარი პროფწევრთათვის ნაყოფიერი, საინტერესო და ვიმედოვნებთ შედეგიანიც აღმოჩნდება.

პანდემიის ფონზე, მასწავლებლებმა დიდი ინტერესი და პასუხისმგებლობა გამოავლინეს პროფესიის დაუფლებისა და დახელოვნების კუთხით.
სემინარში ჩართულები იყვნენ:თბილისის, მცხეთის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და გარდაბნის პედაგოგები, ხოლო სემინარს უძღვებოდა ტრენერი ამირან ჯამაგიძე.
სემინარში მონაწილე მასწავლებლები მადლიერებას გამოხატავენ სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის, სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის, ტრენინგცენტრის ხელმძღვანელის მარიამ მკალავიშვილის, ტრენერის ამირან ჯამაგიძისა და მასპინძელი სკოლის დირექტორის, ბატონი გიორგი კაკაბაძის მიმართ, რადგან ტრადიციისამებრ და მით უფრო, ამ ურთულეს პირობებშიც, პედაგოგთა სასიკეთოდ გამოიჩინეს ყურადღება და თანადგომა.