სპმთპ–ის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კლარა კუპრეიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
ახალციხის საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტი ნათია კორძაძე და საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი მაია ესებუა. სპმთპ–ის წარმომადგენლებმა პედაგოგთა აქტუალურ საკითხებზე დეტალური განმარტებები გააკეთეს.
მასწავლებლებმა განსაკუთრებული პროტესტი გამოთქვეს კუთვნილი, სრულყოფილი შრომის ანაზღაურების დაგვიანებით მიღებასთან დაკავშირებით, რაზეც სპმთპ–ის წარმომადგენლები დახმარებას დაპირდნენ.
ზემოაღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სპმთპ–ის ბევრი პედაგოგი გულისტკივილით მომართავს. საკითხის შესწავლისა და გადაჭრის მიზნით ორგანიზაციას შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა.