2024 წლის 14-15 მარტს, ქ. ბრიუსელში ,,ევროპის მასწავლებელთა საერთაშოროსო ორგანიზაციის” (ETUCE) კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მასწავლებელთა და მათი პროფკავშირების გამოწვევები და მიღწევები განიხილება. განისაზღვრა სამომავლო გეგმა მასწავლებლის საქმიანობის მომხიბვლელობის, მხარდაჭერის და პროფკავშირების ეფექტური საქმიანობის შესახებ!
კომიტეტის სხდომა, ჩემთვის, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მასწავლებელთა პროფკავშირების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს-კომიტეტის წევრისთვის, ყოველთვის პასუხისმგებლობებით სავსეა! ევროპის დონეზე წარმოვადგენ წევრ და არაწევრ ქართველ მასწავლებლებს! სპმთპ-ის წევრები, ჩემი წარმომადგენლობით, მონაწილეობთ ევროპის პროფკავშირების საქმიანობის განსაზღვრა-დაგეგმვასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ყველასთვის კარი ღია არ არის, საიდანაც ზოგიერთი ე.წ. პროფკავშირი გაირიცხა და ზოგიერთი ე.წ. პროფკავშირი არ მივიღეთ!
ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვართ და ჩვენი უფლებები დაცულია!
ერთად ძლიერები ვართ!
მაია კობახიძე
სპმთ-ის პრეზიდენტი