1100 ადამიანს, პროფკავშირის განუხრელმა და სწორმა პოზიციამ (მადლობა ამისთვის ქალბატონ მაია კობახიძეს) კიდევ ერთი შანსი მისცა კარიერული წინსვლის!
გასული წლის დახარვეზებული პორტფოლიოების ავტორებს, ასევე _ იმ პირებს, ვისაც არ წარუდგენია პორტფოლიო შეფასებისთვის (2 წლის წინ ვინც დაძლია გამოცდის ბარიერები და საგნის დოქტორები), აქვთ უფლება:
წარადგინონ შესაფასებლად პორტფოლიოები/პორტფოლიოს დახარვეზებული სეგმენტის ჩამნაცვლებელი მტკიცებულებები და აიმაღლონ სტატუსი (მართალია, წამყვანსა და მენტორს 150-300 ლარი უნდა ჰქონდეთ ფუნქციური დანამატი, მაგრამ, დამერწმუნეთ, აქ ფინანსური სხვაობის გარდა, არის კიდევ ერთი პლუსი _ სკოლის ავტორიტეტზე ზრუნვა, მეტი შედეგების ვალდებულება და კონკურენტუნარიანობა!)
უკვე იწყება ამ პორტფოლიოების/პორტფოლიოს ნაწილების ატვირთვა ბაზებში და შესაფასებლად გადაგზავნა. როგორც ვიცი, 19 ივლისამდე გვაქვს ამის დრო!
პროფკავშირის წევრებისთვის ჩვენ დავიწყეთ გასული წლის სექტემბრიდანვე უფასო კონსულტაციები როგორც პირისპირ შეხვედრებით, ასევე _ ონლაინ ფორმატით.
ასეულობით ადამიანმა მოისმინა ჩემი ვებინარები, ათეულობით ადამიანს შევხვდი პირისპირ და მხარდაჭერა გამოვუცხადე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში (ჩემს კომპეტენციას, ვფიქრობ, ორიოდე იმედგაცრუებული კომერსანტი ტრენერის გარდა არავინ იწუნებს და ეს არ მაღელვებს).
ვინმე „კეთილმოსურნე“ რომ არ შემომიხტეს აქ ლანძღვა-გინებით, ვიტყვი ღიას, „ახალ განათლებასაც“ ჰქონდა ფასიანი ჯგუფი. ამ ჯგუფშიც იმავე კურსს ვკითხულობდი, რასაც პროფკავშირელებთან, მსმენელები იხდიდნენ თანხას კანონის სრული დაცვით და მეც მეძლეოდა ჰონორარი.
დავამატებ იმასაც, რომ რამდენიმე პირმა ბუტაფორიული პორტფოლიო მოისურვა, „გამიკეთე და დავამატებ ფულს“, როგორც კი თქვეს ასეთი რამ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნით ჯგუფიდან გაძევებულ იქნენ და შპს-ზე დარიცხული თანხა დაუბრუნდათ (ბუნებრივია, არ ეკუთვნოდათ, მაგრამ მირჩევნია, ასეთ ადამიანებს ზნეობისკენ მკაცრად მივუთითოთ, მასწავლებლები არიან!).
რაც შეეხება პორტფოლიოებს, კი ჟღერდება, რომ ის საჭირო აღარ იქნება, მაგრამ ვერასდროს მოხდება სკოლაში დოკუმენტირების გვერდის ავლა (სწორად სადაც ვითარდება პედაგოგიკა და განათლება, იქ მასწავლებელს, მოსწავლეს და სკოლას აქვს თავისი დოკუმენტაცია სისტემატიზებული და თავმოყრილი, ანუ პორტფოლიოები აქვთ).
ვერასდროს წავა ადამიანი კარიერულად წინ, თუ მას არ ექნება დოკუმენტირებული თავისი პრაქტიკა!
ავტორიზაცია ავალებს სკოლებს დოკუმენტაციის შენახვას, მინიმუმ, სამი წლით (ანუ სამი წლით მაინც უნდა გქონდეთ პორტფოლიოები და მერე ისევ უნდა განაახლოთ, ან ძველს უნდა დაუმატოთ).
ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში აბიტურიენტის პორტფოლიოს დიდი ყურადღება ექცევა! პორტფოლიო მეტია, ვიდრე ნიშანი, რომლის აბსოლუტურ სამართლიანობაში მუდამ გვეპარებოდა ეჭვი!
მოკლედ, ახლა ვიწყებ წამყვანისა და მენტორის ყველა კომპეტენციისთვის მასალების (რეფლექსირებული დოკუმენტების დრაფტების) ატვირთვას, რათა გამოიყენოთ თქვენი პორტფოლიოების ორგანიზებისთვის!
თუ ვინმე მას გამოიყენებს ზუსტად, შეუძლია, პორტფოლისო დაცვის დროს თქვას ასეთი რამ: „პორტფოლიო შექმნილია როლანდ ხოჯანაშვილის მენტორინგით“.
თუ ვინმე იკითხავს, რატომ ვაკეთებ ამას, ვეტყვი, რომ მე ქ. თბილისის 213 საჯარო სკოლა -ის მენტორი მასწავლებელი ვარ და ეს ჩემი ვალდებულებაა!
პორტფოლისო დაცვის უფასო ვებინარს აუცილებლად ჩავატარებ პორტფოლიოს შეფასების დაწყებამდე.
აუცილებლად დავიწყებთ ფართომასშტაბიან მხარდაჭერას სკოლებისთვის კათედრების, დამრიგებლის დებულებების შესაქმნელად, კურიკულუმების მოდიფიცირებისთვისაც გვექნება შეხვედრები და ყველა საჭიროებას დავფარავთ ჩვენი წევრებისთვის!
ზოგჯერ არაწევრებისთვისაც გამოვიტანთ კარგ სერვისებს, იმიტომ, რომ პროფკავშირელები არაფროფკავშირელებს სოლიდარულობის მაღალ კლასს ვაჩვენებთ! ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ წევრებისთვის, არაწევრებსაც შეეხოთ და შეეხებათ ამ ორგანიზაციის მოპოვებული სიკეთეები!
მზად ვართ პროვოკატორთა ჯგუფების მიერ წამოწყებული კამპანიების საპასუხოდ!
დაიმახსოვროს ყველამ, რომ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაცია 40 ათასი წევრით არის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) _ ეს არის ერთადერთი პედაგოგთა პროფკავშირი, რომელსაც აღიარებს საქართველოს მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა, ევროპული და ამერიკული მხარეები!”
#ენდეთპროფესიონალმასწავლებლებს
#ერთადუკეთესია