ქ ჰიუსტონში ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) ეროვნული ყრილობის საერთაშორისო დელეგაციაში საქართველოს მასწავლებლებს წარმოადგენენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი.
საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსოფლიოს 22 ქვეყნის, 33 განათლების პროფკავშირის ლიდერი, მათ შორის ევროპის 10 ქვეყნის - საქართველოს, გერმანიის, ირლანდიის, დანიის, ნიდერლანდების, მაკედონიის პოლონეთის, უკარინის, დიდი ბრიტანეთისა და ალბანეთის განათლების პროფკავშირების ლიდერები.
საერთაშორისო დელეგაციის პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ისაუბრა მაია კობახიძემ. მან ამერიკის მასწავლებელთა პროფკავშირისა და სპმთპ-ის 20-წლიანი ეფექტური პარტნიორობისა და მეგობრობისათვის მადლობა გადაუხადა AFT-ს პრეზიდენტს რენდი ვაირგარტნერს და სრულ შემადგენლობას.
,,AFT არის საიმედო მეგობარი, ძალა, გამოცდილება და იმედი! ჩვენი პარტნიორობა 20 წელს მოიცავს, რომლის ფარგლებში ვმონაწილეობდით ოთხ საერთაშორისო პროექტში 2005 წლიდან და გადავამზადეთ სამოქალაქო განათლების 2000-მდე მასწავლებელი. პროექტების ფარგლებში, 3-ეტაპად, 9 მასწავლებელი გავგზავნეთ აშშ-ში სტაჟირებაზე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ყველაზე მძიმე პერიოდში 2010-2012 წლებში, ჩვენს ორგანიზაციაზე განხორციელებული ხელისუფლების ზეწოლის დროს AFT-ის მხრიდან უპრეცედენტო დახმარებისათვის. ქართველი მასწავლებლების პროფესიული დახმარების პარალელურად, AFT-ის უკვე მე- 8 ყრილობაა ვართ საერთაშორისო სტუმრის სტატუსით, რისთვისაც გამოვხატავთ მადლიერებას!”- განაცხადა შეხვედრაზე მაია კობახიძემ.
საერთაშორისო სტუმრებისთვის და მეგობარი ორგანიზაციების ლიდერებისთვის დაგეგმილია პარტნიორობის გაძლიერებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა შეხვედრები და ღონისძიებები.
22 ივლისს გაიხსნება AFT -ს 5 დღიანი ყრილობა, 3000-ზე მეტი დელეგატის მონაწილეობით.
ყრილობაზე სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი ოფიციალური პირები და საერთაშორისო პარტნიორები.